თეგებით ძიება

ყვარელში 72 წლის მამაკაცს, რომელიც ავტომობილის შეკეთებას ცდილობდა, სწრაფად მომავალი მანქანა დაეჯახა

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი მძიმედ დაშავდა. ყვარელი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ სანავარდოსთან 72 წლის კაცს სწრაფად მომავალი ავტომანქანა მაშინ დაეჯა, როდესაც ის საკუთარი ავტომანქანიდან გასმოსული იყო და მის შეკეთებას ცდილობდა. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

თავის არეში მიყენებული ტრავმებით ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ის ახლა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში რეანომობილით გადაჰყავთ. 

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა