„ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციაში რეალობის გარტყმაში არ არიან, საკუთარი პრეზიდენტივით, ცოცხლებს რომ ვერ ცნობს და მკვდრებს ემუსაიფება!!!“ - მაია ნიკოლეიშვილი
სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხს ეხმაურება და წერს.
„ქართული საზოგადოება მსჯელობს, “რუსი”-იმერელი ოლიგარქის, ფარცხალაძის მერე ვის დაასანქცირებენ საქართველოში.
მაქვს “გონივრული” ეჭვი, რომ შემდეგი “რუსი” მეფე ერეკლე, რუსეთის იმპერიის იმერეთის ოლქის სოფ. სხვიტორში დაბადებული და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტდამთავრებული, თერგდალეული, აკაკი წერეთელი, და რუსის მეუღლე, მეფეთ მეფე თამარი იქნებიან!
არ შემედავოთ, ახლა, გარდაცვლილები არიანო; “ბრძენთაბრძენი”ლევანა, ქაღალდის მწვალებელი ლაშა და მაგნაირები სულ მათ ლანძღვაში არიან, და, ამერიკელებს ჩვენი მკვდარი და ცოცხალი ფეხებზე არ კიდიათ?!
ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციაშიც რეალობის გარტყმაში არ არიან, საკუთარი პრეზიდენტივით, ცოცხლებს რომ ვერ ცნობს და მკვდრებს ემუსაიფება!!! გაგვიკვირდება?!
ფსაკი მაინც დაეტოვებინათ, ფსაკი, ამათ ფონზე ბრძენი ქალი იყო!
როგორც ილონ მასკმა თქვა, დღეს ამერიკას მართავს ის, ვინც ბაიდენის ტელესუფლიორს მართავს!!!“ - წერს ნიკოლეიშვილი.