არხი, რომელიც მსხვერპლის ხარჯზე არ იწერს რეიტინგს, არ გადააქცევს ადამიანებს ჯამბაზებად ხალხის მოსაზიდად - რომელი არხი მოსწონს დომენიკ მანგოს?
ბლოგერი დომენიკ მანგო შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
„ერთადერთი სატელევიზიო არხი, რომელიც ფონად მაქვს ჩართული და ზოგჯერ ისე იქცევს ყურადღებას, რომ შეიძლება ერთი-ორი საათითაც კი გადამადებინოს გვერდზე ყველაფერი, არის პირველი არხი. უმაღლესი დონის გადაცემები აქვთ; ზომიერი და ობიექტური საინფორმაციო გამოშვება, შემეცნებითი, ისტორიული, მეცნიერული და ისტორიული პროგრამები. საკმაოდ მაღალი დონის არხია, თან რაც მთავარია, მსხვერპლის ხარჯზე არ იწერს რეიტინგს. არ გადააქცევს ადამიანებს ჯამბაზებად ხალხის მოსაზიდად. ბოლო პედიოდში დაიწყეს ახალი ქართული სერიალების გადაღება, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის არხს. მოკლედ, ბრავო საზოგადოებრივ მაუწყებელს. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიღრმავებს ცოდნას და აიმაღლებს გემოვნებას“ - წერს დომენიკ მანგო.