ბინები, კომერციული ფართები, სასტუმროს ნომრები, მიწის ნაკვეთები - რა ქონება გადაუფორმა ფარცხალაძემ შვილს?
ამერიკის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ქონებისა და ბიზნესის შვილზე გადაფორმება დაიწყო. უძრავი ქონების რეესტრში გუშინდელი - 20 სექტემბრის თარიღით იძებნება 12 დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შვილს - ანდრია ანზორ ფაცხალაძეს აჩუქა უძრავი ქონება თბილისში, ბაკურიანსა და ტაბახმელაში - ბინები, კომერციული ფართები, დასრულებული და დაუსრულებელი მშენებლობები, მიწის ნაკვეთები.
ასევე შვილს აჩუქა წილი კომპანია "შპს ჯიპიეს კონსალტინგ"-ში. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძე საქართველოში რეგისტრირებული კიდევ ერთი კომპანიის, "ბოდი გარდი"-ს 100%-ს ფლობს.
თითოეული ქონების დაჩქარებული წესით შვილისთვის გადასაფორმებლად ფარცხალაძემ 350 ლარი გადაიხადა.
ოთარ ფარცხალაძემ ანდრია ანზორ ფარცხალაძეს გადასცა:
სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 1001 კვადრატი;
სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში დიდველის ქუჩა - 25.28 კვადრატი;
სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში დიდველის ქუჩა - 26.04 კვადრატი;
კომერციული ფართი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩა - 143.25 კვადრატი;
კომერციული ფართი ვაკეში ფალიაშვილის ქუჩა - 336.24 კვადრატი;
კომერციული ფართი ვაკეში ყიფშიძის ქუჩა - 101.31 კვადრატი;
კომერციული ფართი ვაკეში ყიფიშიძის ქუჩაზე - 204.16 კვადრატი;
ბინა საბურთალოზე მგალობლიშვილის ქუჩა (მშენებარე) - 77.51 კვადრატი;
ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა - 90.69 კვადრატი;
ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა - 38 კვადრატი;
სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 1030.00 კვადრატი;
სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 2058.00 კვადრატი - ამ მიწის ფართობზე ეკლესიაცაა.