თეგებით ძიება

საშინელება იყო! არ ვიცოდი როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება... - დედა იხსენებს, როგორ გაიგო, რომ სახლში გაჩენილ ხანძარს მისი ორი შვილი ემსხვერპლა

აშშ-ში, ქალაქ დენვერის გარეუბანში ხანძრის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. ცეცხლმოკიდებული სახლიდან მაშველებმა სულ 9 ადამიანი გამოიყვანეს. დაღუპული ბავშვები 2 წლის ტიფანი და 9 წლის ჟასმინი იყვნენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

ბავშვების დედა იმ მომენტზე ჰყვება, როდესაც ხანძრის შესახებ გაიგო.

„საშინელებაა, როცა დედა ხარ და სამსახურში ყოფნისას დაგირეკავენ ტელეფონზე და გეუბნებიან, რომ შენს სახლში ხანძარია. უბრალოდ არ ვიცი. ძნელია და მტკივა... ერთ ღამეში, ჩემი ცხოვრება შეიცვალა“,- ამბობს ბავშვების დედა.

უბედური შემთხვევის თვითმხილველი მეზობელი ამბობს, რომ ამდენი სახანძრო და პოლიციის მანქანა ერთად მის ცხოვრებაში არ უნახავს. 

„ჩვენ დავინახეთ, რომ მთელი ოჯახი სასწრაფო დახმარების მუშაკებმა წაიყვანეს. ყველაზე შემაშფოთებელი სცენა იყო ის, როგორ ეჭირა მაშველს ბავშვი ხელში და სასწრაფო დახმარების მანქანისკენ გარბოდა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა