არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო გურიაში ერთი პირი დააკავეს
გარყვნილი ქმედება არასრულწლოვან გოგონაზე - ოზურგეთში ერთი ადამიანი დააკავეს. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. შსს-ს ცნობით, დაკავებული მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.