კახა კალაძეა აქ ყველაფერი, ბატკანივით რომ მოაქვს თავი - ანზორ მელია გლდანში მომხდარ თავდასხმაზე
ნიკა მელიას მამა ანზორ მელია, რომელიც დიღმის იზოლატორთან იმყოფება, ამბობს, რომ გლდანში მომხდარ თავდასხმაში მთავარი პირი კახა კალაძეა.
მისი თქმით, ამ 40-მდე ახალგაზრდას, ბრძანება ზემოდან რომ არ მიეღოთ, თავში აზრადაც არ მოუვიდოდათ ამის გაკეთება.
"კაცს მიუვარდნენ სახლში, ჩაულეწეს ცხვირ-პირი. მერე ნიკა და მეგობრები მივიდნენ და დაუდგნენ გვერდში მეგობარს. ეს მთავრობის ხელწერაა. ამ 11 წელიწადში ეს ახალგაზრდა ნარკომანები მოაძლიერეს, კვებეს კარგად, არიან დაგეშილები. ახლა ეს ამ ბიჭებს აზრადაც არ მოუვიდოდათ, ზემოდან რომ არ ყოფილიყო ბრძანება გაცემული. კახა კალაძეა აქ მთავარი ამ ყველაფერში, ბატკანივით რომ მოაქვს თავი. მაგალითი აჩვენოს, დასაჯოს ესენი და ყველაფერი მოწესრიგდება", - ამბობს ანზორ მელია.