"ორივე ერთი ჭანჭიკია" - ირაკლი ეძგვერაძე თავდასხმის დამკვეთებად კოტე ზარნაძეს და კახა კალაძეს ასახელებს
გლდანში ნაცემი ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე თავდასხმის დამკვეთებად "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" კოტე ზარნაძეს და კახა კალაძეს ასახელებს ასახელებს.
ეძგვერაძე თავდასხმას დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ როგორც კი შეცვივდნენ მოძალადეები, მას უთხრეს, რომ არ უნდა გაჩერდეს საკრებულოში.
ეძგვერაძე ასევე იხსენებს 2020 წლის არჩევნების პერიოდსაც და ამბობს, რომ იგივე ხალხი იყო მაშინაც, როდესაც შტაბში იარაღებით მიუცვივდნენ.
"მოგეხსენება 40 კაცი რომ დაგესხმება თავს, როგორ იქნება. კერძო საკუთრებაში შემოიჭრნენ. ის ჩემზეა გაფორმებული, სავარჯიშო სიტუაცია გვაქვს მოწყობილი, ბავშვებს ავარჯიშებს ჩემი მეგობარი. ყველაფერი დალეწეს აბსოლუტურად. ადამიანის გაშავება ხომ მათი ხელწერაა და ახლა რაღაცები დაიწყეს. 15 წლის წინანდელი ბავშვური რაღაცების გახსენება, მაგრამ არ გავჩერდები. რომ დაგვაგდეს და უმოწყალოდ გვისწორდებოდნენ, სადამდეც შევძელით გავუწიეთ წინააღმდეგობა
როგორც კი შემოცვივდნენ იყო საუბარი, რომ შენ არ უნდა გაჩერდე ამ საკრებულოში, რას ხტუნაობ. მერე ეგრევე დაპირისპირებაზე და გინებაზე გადავიდნენ - თქვენი ნაციონალი დედები და ა.შ. მელიას აგინებდნენ.
40 ადამიანზე მეტი ნამდვილად იყო იქ, ჩემმა მშობლებმაც დაინახეს. რომელიმე ფაქტს თუ მეტყვით რომ გამოძიება ბოლომდე მიეყვანათ. ესენი ხომ ხელისუფლების ბრძანებას ასრულებენ.
მე ვარ ის ადამიანი, ვისაც 2020 ში გლდანში იარაღით მომივარდნენ. მაშინ ელგუჯა შუკაკიძე საქართველოში არ იმყოფებოდა.
ადამიანები რომლებიც ვიცანი, პირდაპირ ჩართულნი არიან კოტე ზარნაძესთან საარჩევნო კამპანიაში და უბინძურეს დავალებებს ასრულებენ. მე ზუსტად ვიცი, დამკვეთი ვინ იყო. კოტე ზარნაძე და კახა კალაძე - ორივე ერთი ჭანჭიკია ამ რუსული ხელისუფლების", - განაცხადა ეძგევრაძემ.