თეგებით ძიება

"წამალი ვერ გაიყვეს და იარაღით მოგვივარდა სახლში" - თბილისში მომხდარი თავდასხმის დეტალები

თბი­ლის­ში, ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი შე­იჭ­რა. შემ­თხვე­ვა გუ­შინ, გვი­ან ღა­მით მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვის მე­გო­ბა­რია. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მე­გო­ბარ­სა და მის ოჯა­ხის წევ­რებს, მათ შო­რის მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ემუქ­რე­ბო­და. ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

"წა­მა­ლი ვერ გა­იყ­ვეს და ია­რა­ღით მოგ­ვი­ვარ­და სახ­ლში, ჩემს მე­ზობ­ლად ცხოვ­რობს. ჩემს რძალს მი­უშ­ვი­რა ია­რა­ღი, 6 წლის ბავ­შვი იდგა. ვე­რა­ვინ ვერ გვი­ცავს. მოგ­ვხე­დეთ, თო­რემ მკვლე­ლო­ბა მოხ­დე­ბა" - ამ­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რი­სას.

ად­გილ­ზე გვი­ა­ნო­ბამ­დე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა