თეგებით ძიება

ბოლნისში ცოლის მკვლელობასა და შვილის დაჭრაში ბრალდებული მართვით სუნთქვაზეა

ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა და 15 წლის შვილი დაჭრა. ადგილობრივების თქმით, 36 წლის ქალს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. მომხდარის შემდეგ კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. ის  კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. 

როგორც Newshub.ge-ს ბოლ­ნი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი კლინიკის დირექტორმა გია სანიკიძემ აცნობა, პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და ის მართვით სუნთქვაზეა.

„პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პროგნოზის გაკეთება ძნელია. აღენიშნება მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა, აქვს ღვიძლის დაზიანება. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“, - ამბობს გია სანიკიძე.

რაც შეეხება დაჭრილ მოზარდს, არსებული ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა