ზუგდიდში 35 წლამდე ასაკის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდში - სოფელ დარჩელში, დენის დარტყმის შედეგად 35 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.
ადგილობრივების ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დენის მეშვეობით, მდინარეზე თევზის დაჭერას ცდილობდნენ.
წყარო: "რუსთავი 2"