საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს და მისი ცოლი დაჭრეს
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს, - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ბერძნული მედია წერს, შემთხვევა ათენში, 02:30 საათზე მოხდა - თავდამსხმელი წყვილის სახლში შეიარაღებული მივიდა და ქართველ კაცს ესროლა. ის პოლიციამ უკვე დააკავა.
წყარო: მთავარი არხი