საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.
სხდომას ესწრებიან საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები - პარლამენტის 4 დეპუტატი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ - საქმე სალომე ზურაბიშვილის უნებართვო ვიზიტებს ეხება.
პროცესს არ ესწრება თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სასამართლო სხდომაში მოანწილეობენ მისი წარმოამდგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.
სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა დღესვე გამოაცხადოს. სწორედ ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.