თეგებით ძიება
12. 03. 2024 მსოფლიო

რუსეთმა გაბრიელიუს ლანდსბერგისს და კაია კალასს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის 347 მოქალაქეს. შესაბამისი განცხადება თანდართული სიით,  რუსეთის დიპლომატიური დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთში ვიზიტის აკრძალვის მიზეზი ქვეყნის მიმართ „მტრული დამოკიდებულებაა“ .

სიაში მოხვდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების მინისტრები, პარლამენტის წევრები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები.

სიის სათავეში ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი, ვაირა ვიკე-ფრაიბერგაა. მას მოჰყვება კიდევ ორი ​​ათეული ადამიანი, რომლებიც "რუსეთის მიმართ ყველაზე მტრულად არიან განწყობილი" და მათ შორის არიან ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ესტონეთის პრემიერ- მინისტრი კაია კალასი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი "აქტიურად ლობირებენ სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ, ერევიან რუსეთის საშინაო საქმეებში  და დევნიან  რუსულენოვან მოსახლეობას".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა