კაცმა 3 ადამიანი მოკლა, მათ შორის, თავისი 13 წლის და - ნახეთ, სად მოხდა შემთხვევა
აშშ-ში დააკავეს 26 წლის ანდრე გორდონი, რომელმაც წინასწარი ცნობით, სამი ადამიანი მოკლა, მათ შორის, საკუთარი 13 წლის და. როგორც CNN გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, ახალგაზრდა კაცმა დანაშაული პენსილვანიაში, ორ სხვადასხვა სახლში ჩაიდინა, შემდეგ კი ნიუ-ჯერსიში გაიქცა, სადაც საბოლოოდ დააკავეს.
ქალაქის პოლიციის ოფიცრის თქმით, დაკავებულმა სავარაუდო დანაშაული AR-15-ის ტიპის ავტომატური იარაღის გამოყენებით ჩაიდინა.
„მან სასიკვდილოდ ესროლა თავის 52 წლის დედინაცვალს, ხოლო შემდეგ საკუთარ 13 წლის დას. ოჯახის დანარჩენმა სამმა წევრმა, რომლებიც აგრეთვე სახლში იმყოფებოდნენ, ეზოში დამავლვა შეძლეს, როდესაც გორდონი მათ ოთახებში დაეძებდა.
რამდენიმე წუთში, მან ახლომდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა სახლში, სადაც სასიკვდილოდ დაჭრა 25 წლის ტეილორ დენიელი, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავს“, - განაცხადა საქმის პროკურორმა ჯენიფერ შორნიმ.
მისივე თქმით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მან სასტუმრო Dollar General-ის ავტოსადგომზე იარაღის მიბჯენით აიძულა ერთ-ერთი მძღოლი, რომ ქალაქიდან გაეყვანა. სამართალდამცველების ცნობით, მძღოლი არ დაშავებულა.
როგორც CNN წერს, თავდაპირველად პოლიციას ეჭვმიტანილი სახლში ეგონა დამალული და პერიმეტრი გადაკეტა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მან მიმალვა შეძლო.
საბოლოო ჯამში, გორდონის დაკავებას გართულებები არ მოჰყოლია. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.