ნებისმიერი პირდაპირი სამხედრო ჩარევა უკრაინაში გამოიწვევს სახიფათო ესკალაციას - იტალიის პრემიერი
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალია უკრაინაში ყოველგვარი პირდაპირი სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
იტალიის მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი პირდაპირი სამხედრო ჩარევა გამოიწვევს სახიფათო ესკალაციას.
მელონიმ გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომელმაც ზეწოლა მოახდინა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცზე, რათა უფრო მკაცრი პოზიცია დაეჭირა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.