თეგებით ძიება
19. 03. 2024 მსოფლიო

რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, ხოლო თანამედროვე მსოფლიოში ტერორისტებს არ ელაპარაკებიან, მათ ანადგურებენ - ოლექსი დანილოვი

უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, ხოლო თანამედროვე მსოფლიოში ტერორისტებს არ ელაპარაკებიან, მათ ანადგურებენ.

"რა სამშვიდობო მოლაპარაკებებია რუსეთთან, თუ ეს ქვეყანა აგრესორია? ეს არის ტერორისტული ქვეყანა", - აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.

მან აღნიშნა, რომ ყველამ უნდა აღიაროს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ.

"თანამედროვე მსოფლიოში ტერორისტებთან არავინ საუბრობს. მათ უბრალოდ ანადგურებენ. უფრო მეტიც, რა სახის მოლაპარაკებებზეა საუბარი? მოუსმინეთ პუტინის რიტორიკას. რა მოლაპარაკებებზეა საუბარი?", - დასძინა ოლექსი დანილოვმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა