რუსეთის ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა
რუსეთის ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იერიშის შედეგად დაზიანებულია რვასართულიანი საცხოვრებელი სახლი და საწარმო. დაშავებულებს შორის არიან საწარმოს თანამშრომლები, რომელთაგან ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.