თეგებით ძიება
20. 03. 2024 მსოფლიო

ყოფილმა პატიმარმა გათავისუფლებისთანავე ციხის მანქანა გაიტაცა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფილმა პატიმარმა ციხიდან გამოსვლისთანავე ახალი დანაშაული ჩაიდინა. ამის შესახებ Corrections1 წერს.

მამაკაცმა ალაბამას ციხეში, ქურდობისა და ნარკოტიკების შენახვა-გაყიდვის ბრალდებით 568 დღე და 17 საათი გაატარა. ის 7 მარტს გაათავისუფლეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლისთანავე, ციხის ავტოსადგომიდან Ford Crown Victoria მარკის ავტომობილი გაიტაცა.

დანაშაულს ციხის თანამშრომელი შეესწრო, რომელმაც პოლიცია გამოძახა.  გატაცებული მანქანა ციხიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს. ეჭვმიტანილი ხელახლა დააკავეს და ისევ ციხეში გადაიყვანეს. ამჯერად მას ბრალი ქურდობაში ედება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა