ყველაზე უმცროსი 21 წლის არ არის - ვრცელდება ოთხი პირის ვინაობა, რომლებმაც, სავარაუდოდ, მოსკოვში სროლა განახორციელეს: რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი?
ცნობილი გახდა ექვსი სავარაუდო ტერორისტიდან ოთხის ვინაობა, რომლებმაც მოსკოვის "კროკუს სითი ჰოლში“ სროლა განახორციელეს. ინფორმაცია რუსულ ტელეგრამ არხებში ვრცელდება.
1)მახმადრასულ ნასრიდინოვი 37 წლის
2)რივოჟიდინ ისმონოვი 51 წლის
3)შოხინჯონ საფოლზოდა 21 წლის
4)რუსტამ ნაზაროვი 29 წლის.
ყველა მათგანი ტაჯიკეთის მოქალაქეა. ამ დრომდე უცნობია, რომელი მათგანია დაკავებული. სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti-მ გამოაქვეყნა თეთრი Renault-ის ფოტო, რომელსაც ტვერის რეგიონის სარეგისტრაციო ნომრები ჰქონდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მანქანით გადაადგილდებოდნენ დამნაშავეები.
"ჩვენ მოვახერხეთ ამ მანქანის ფოტოს გადაღება საგზაო კამერით. მანქანაში ორი მამაკაცი ჩანდა, მაგრამ მხოლოდ ერთის სახის ნაკვთები უხეშად მაინც შეინიშნებოდა - მას ქუდი ეხურა, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ მუქი თმა ჰქონდა, ტანსაცმელი ეცვა. გაურკვეველია, აქვს თუ არა ამ ადამიანებს რაიმე კავშირი კროკუსზე თავდასხმასთან" - წერს რუსული მედია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.