"ამასაც ერთად გადავლახავთ" — ჯეიმს მიდლტონი დის სიმსივნის დიაგნოზს ეხმაურება
ქეით მიდლტონს სიმსივნე დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი “ტვიტერის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ავრცელებს. მისი თქმით, იანვარში მას ოპერაცია ჩაუტარდა, სიმსივნეს არსებობის შესახებ ცნობილი არ იყო, თუმცა ოპერაციის შემდეგ ჩატარებული ტესტებით მას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.
"ჩემმა ექიმებმა პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის კურსის გავლა მირჩიეს, და ახლა ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე ვიმყოფები”, - განაცხადა მიდლტონმა.
ამ ამბავს ცოტა ხნის წინ მისი ძმა, ჯეიმს მიდლტონი გამოეხმაურა და ინსტაგრამზე მათი საერთო ფოტო დადო.
"წლების განმავლობაში ერთად უამრავი მთა გადაგვიდგამს. როგორც ერთი ოჯახი, ამ დაბრკოლებასაც ერთად გავუმკლავდებით", — წერს ჯეიმსი.
ქეითის თქმით, ოპერაციის შემდეგ კვლევების შედეგად სიმსივნე აღმოაჩნდა და ამჟამად პრევენციული ქიმიოთერაპიის კურსს გადის.