თეგებით ძიება

"ეს არ არის ძლიერი მიწისძვრა... იცხოვრეთ კარგ სახლში...“ - თეა გოდოლაძე

რაჭაში მომხდარი 2 მიწისძვრის შემდეგ, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე საზოგადოებას მიმართავს:

"ერო ჩემო! ეს არ არის ძლიერი მიწისძვრა, ეს არის საშუალო კლასის მიწისძვრა. ძლიერ მიწისძვრათა კლასი იწყება მომენტის მაგნიტუდა 6-დან. ეპიცენტრი იყო რაჭაში. თქვენამდე ვიდრე მოვიდა ტალღა, გზაში ენერგია დაცხრა და მაინც როგორ შეშინდით...

ჰოდა, ყოველთვის გაგიმეორებთ, გაფრთხილებთ. ამ ქვეყანაში ძლიერი მიწისძვრები ხდება, სამწუხაროდ, რაჭა 1991 წელი, მაგნიტუდა - 7. მოხდება მომავალშიც. სამწუხაროდ, არ ვიცით სეისმოლოგებმა ზუსტად სად და როდის. იცხოვრეთ კარგ სახლში, სხვაგვარად დაუცველნი ხართ! მოითხოვეთ უსაფრთხო საცხოვრისი!“ - წერს სეისმოლოგი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა