რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე - GWP-ის საგანგებო განცხადება
GWP-ის ინფორმაციით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები გუშინ, 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო
განცხადების თანახმად, მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი.
წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ადგილზე 24 საათიან უწყეტ რეჟიმში მუშაობს 6 ერთეული მძიმე ტექნიკა.ეს არის ამ დროისთვის მაქსიმალური რაოდენობა რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე.
"დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოვებასთან ერთად, დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა
ამუშაოების მიმდინარეობისა და ხანგრძლივობის შესახებ კომპანია ინფორმაციას დამატებით, დღის განმავლობაში პერმანენტულად გაავრცელებს".