თეგებით ძიება

"ერთი თვის წინ გონება დაკარგა, ინსულტის ნიშნებით გვყავდა გადაყვანილი კლინიკაში, მეშინია ხომ არ გაუმეორა" - რას ამბობს გიორგი გახელაძის ცოლი "კურიერთან"

თბილისში, პროფესორ გიორგი გახელაძის ძებნა გრძელდება. როგორც მისი მეუღლე, ირმა მალაციძე "კურიერთან" საუბრობს, მათ რამდენიმე თვითმხილველი გამოეხმაურა, თუმცა, ჯერჯერობით, დადასტურებულად არაფერი იციან.

მისივე თქმით, გახელაძეს ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა.

"ახლა ვართ "ნახალოვკაში," პარკში თითქოს დაინახეს. კამერებს ველოდებით საქართველოს ფოსტიდან, რომ იქნებ ამოგვიღონ. მეორე თვითმხილველმა კი გვითხრა, რომ ვაკე-საბურთალოს გზაზე დაინახეს მსგავსი ადამიანი მანქანების შუაში მიდიოდაო... არ ვიცით, ამსგავსებენ თუ მართლა ის არის. ერთი თვის წინ გონება დაკარგა, ინსულტის ნიშნებით გვყავდა გადაყვანილი კლინიკაში, ძალიან ცუდად იყო. ერთი დღე მეტყველებაც წართმეული ჰქონდა და მერე გამოვიდა მდგომარეობიდან, კვლევები იყო ნორმალური და ინსულტი არ დადასტურდა, მაგრამ მაინც სიფრთხილით ვეკიდებოდით, სიგარეტსაც აღარ ეწეოდა. იმის მეშინია, ამ სიცხეში ხომ არ გაუმეორა რაიმე მსგავსმა და ამნეზია ხომ არ დაემართა," - განაცხადა გიორგი გახელაძის მეუღლემ, ირმა მალაციძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

ცნობისთვის, თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ. ინფორმაციას მისი მეუღლე მწერალი ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი თქმით, გიორგი გახელაძე გუშინ დილით გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა, ტელეფონი კი გათიშულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა