თეგებით ძიება

კახეთში, საქართველო-ჩეხეთის მატჩის ტრანსლირების დროს, გულშემატკივარი გარდაიცვალა

გურჯაანში, საქართველო-ჩეხეთის მატჩის საჯარო ტრანსლირების დროს, გულშემატკივარი გარდაიცვალა.

საფეხბურთო მატჩის  საჯარო ჩვენება გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში მიმდინარეობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცს გულის შეტევა განუვითარდა და ადგილზე დაიღუპა.

ცნობისათვის, ევროპის ჩემპიონატის თამაშების საჯარო ტრანსლირება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ღია სივრცეებში მიმდინარეობს. შემდეგი შეხვედრა 26 ივნისს არის ჩანიშნული, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა