თეგებით ძიება

ჩვენ მივიღეთ სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს, რომ საქართველო აგვისტოს ომში რუსეთის წინაშე მართალია - თეა წულუკიანი

ჩვენ მივიღეთ სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის წინაშე აგვისტოს ომში საქართველოა მართალი. ახლა დარჩენილია გაირკვეს სიმართლე, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, რა გადაწყვეტილებები მიიღო მიხეილ სააკაშვილმა და რატომ დაიდო სასწორზე ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედის კვირაში“.

„საჭირო იყო ეს თუ არა, რა პირობები შეიქმნა ქვეყნის შიგნით და შეიქმნა თუ არა ეს განზრახ იმისთვის, რომ რუსეთი თავს დაგვსხმოდა, რათა კიდევ მეტი ტერიტორია წაერთმია, ვიდრე მანამდე ჰქონდა წართმეული.

ეს პოლიტიკური ძალა უკვე ფაშისტური მეთოდებით იბრძვის და აფერხებენ სახელმწიფოს განვითარებას. პრინციპში გამოსავალიც აღარ რჩება იმისთვის, რომ ბოროტებით მართავდნენ ქვეყანას და ბოროტებით აგრძელებენ ოპოზიციაში ყოფნას, ჩვენ გასაქანი მივცეთ სხვა ძალებს, რომლებიც იქნება ჯანსაღი და ღირებულებებზე დაფუძნებული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა