X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ასეთი BMW ჯერ არ გინახავთ!
  • ასეთი BMW ჯერ არ გინახავთ!

    მეორე სერიის Active Tourer წინა ამძრაობით და 3-ცილინდრიანი ძრავით გამოდის!
    BMW-ს უახლესი ვენი, მეორე სერიის Active Tourer BMW-ს სამყაროს თავდაყირა აყენებს! სულ რაღაც 4,34 მეტრი სიგრძის მქონე კომპაქტური ვენი წინა ამძრაობით და 3-ცილინდრიანი ძრავით გამოდის - ესეც პირველი ოფიციალური ფოტოები!

    Auto Bild

    ტექნიკური ბაზა ახალი Mini-ს პლატფორმაა. მაღალი ჭერისა (1,56 მეტრი) და გრძელი ბაზის (2,67 მეტრი) დამსახურებით, ვენი, რომლის დარიც BMW-ს აქამდე არასდროს უწარმოებია, საკმაო სივრცეს გვთავაზობს. საბარგულის მაქსიმალური მოცულობა 1510 ლიტრია. პრაქტიკული დეტალი: საბარგულის კარი ქვემოდან ფეხითაც შეგიძლიათ გააღოთ. მძღოლის გვერდითა სავარძლის საზურგის გადაწევის შემთხვევაში სალონში 2,40-მეტრიანი სიგრძის ნივთიც ჩაეტევა. კომფორტზე კი BMW-ს ცნობილი ასისტენტ-სისტემები ზრუნავს.

    Auto Bild

    გაყიდვების სტარტზე ბავარიული კონცერნი სამ ძრავას შემოგვთავაზებს: 1,5-ლიტრიანი ბენზინის აგრეგატი 3 ცილინდრით (!) და 136 ცხენის ძალით 218i-ში მაქსიმუმ 200 კმ/სთ-ს განავითარებს, მისი საწვავის საშუალო ხარჯი კი მხოლოდ 4,9 ლიტრი იქნება. ხელმისაწვდომია 6-საფეხურიანი მექანიკური ან 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფები.

    შედარებით სპორტულია ბენზინის 2-ლიტრიანი ძრავა, რომელსაც 225i-ში 231 ცხენის ძალა ექნება. ამ ვერსიისთვის 8-საფეხურიანი ავტომატიკა სერიული იქნება (0-100 კმ/სთ 6,8 წამში, მაქსიმალური სიჩქარე: 235 კმ/სთ). მიუნხენელები გვპირდებიან, რომ ეს ვერსია 100 კილომეტრზე საშუალოდ 6 ლიტრით დაკმაყოფილდება.

    Auto Bild

    მესამე ძრავა კი ერთადერთი დიზელია (218d) – 150 ცხენის ძალით და საწვავის ხარჯის მხრივ 4,1 ლიტრის დაპირებით. ამგვარად მოტორიზებული მოდელი 100 კმ/სთ-მდე 8,9 წამში უნდა აჩქარდეს და მაქსიმუმ 205 კმ/სთ უნდა განავითაროს. მისთვის 6-საფეხურიანი კოლოფი სერიულია, 8-საფეხურიანი ავტომატიკა კი დამატებითი, ფასიანი ოფცია იქნება.

    Active Tourer-ის პრემიერა ჟენევის ავტოშოუზე (6-16 მარტი) შედგება. შემოდგომაზე BMW ამ მოდელისთვის სხვა ძრავებსაც შემოგვთავაზებს. ბავარიელებს ფასები ჯერ არ დაუკონკრეტებიათ.

    Auto Bild
    Auto Bild

    982 ნახვა
    Загрузка...
    15-02-2014, 06:35
    Загрузка...