X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ხათუნა ჟორდანიას სკანდალური მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - "ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს გალერის“
  • ხათუნა ჟორდანიას სკანდალური მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - "ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს გალერის“

    „კაფე გალერიში“ ბიონარკოტიკის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის ამბის გახმაურების შემდეგ, ცნობილი სახეები ბიონარკოტიკის აკრძალვის მოთხოვნით სოციალურ ქსელში სტატუსებს წერენ და პრემიერ მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით განცხადებებს ავრცელებენ.

    მათ შორის გახლავთ მომღერალი ხათუნა ჟორდანია, რომელმაც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

    „გალერი - ჯოჯოხეთის ბუდე... რატომ არ იკეტება ეს უბედურება, სადაც მთელმა თბილისმა იცის, რომ იყიდება ყველანაირი ნარკოტიკი. პატრონი ჰყავს თუ არა საერთოდ ამ ქვეყანას? საიდან გაჩნდა ამდენი იარაღი და ნარკოტიკი ამ ქალაქში.

    როდემდე უნდა გავიღვიძო დილით, იმის შიშით, რომ გავიგებ რამე უბედურებას?.. იმედია ცილს არავინ დამწამებს იმაში, რომ ნაციონალებს მივტირი. იღუპება თაობა და კაცი პატრონი არ არის.

    მივმართავ პრემიერ მინისტრს - ბატონო ირაკლი, ეს არის ჩემი პირველი და უკანასკნელი თხოვნა თქვენთან. გთხოვთ დაავალოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, მიიღოს უმკაცრესი ზომები კლუბი- გალერის წინააღმდეგ, სადაც ნარკოტიკები იყიდება (ეს ყველასთვის ცნობილია) და ამ ნარკოტიკებისგან იხოცებიან ახალგაზრდები! სავსეა ქალაქი ნარკოტიკით, და სანამ განადგურდა მთელი თაობა, აღკვეთეთ ეს მომაკვდინებელი უბედურება, სანამ ისევ განადგურდა, ახლა უკვე, ჩვენი შვილების თაობა.

    პატივისცემით, ხათუნა ჟორდანია.

    მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანიას სტატუსი ახალგაზრდების გარკვეულმა ნაწილმა გააპროტესტა და ღიად დაუწერეს, რომ მისი შვილი, ნინი ქარსელაძეც სტუმრობს ამ კაფეს, მომღერალს განმარტების გაკეთება მოუწია.

    „განმარტება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აპროტესტებენ ჩემს სტატუსს:

    დიახ, ვიცი, რომ ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს გალერის. ისიც მსმენია, როგორც ამბობს, რომ ძალიან მაგარ მუსიკას უსმენს ამ კლუბში. კლუბის დახურვა, პრობლემის გადაჭრას რომ არ ნიშნავს, ესეც კარგად მესმის, მაგრამ ვაპროტესტებ იმას, რომ

    1. ქალაქი სავსეა ბიო ნარკოტიკით.

    2. უამრავი ახალგაზრდა მოიხმარს ამ ნარკოტიკს.

    3. კლუბებში დაიშვებიან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფნი.

    4. უამრავი ბავშვი ნადგურდება მორალურად და ფიზიკურად.

    5. ახალგაზრდები თავისუფლად ატარებენ იარაღს, რის შედეგადაც იმატა უბედურმა შემთხვევებმა.

    მოვითხოვ მთავრობისგან, პირადად ჩემი და ჩემი თაობის მშობლების სახელით, მიიღოს უმკაცრესი ზომები, რათა აღმოფხვრას ეს უბედურება ჩვენი რეალობიდან, სანამ დაიღუპა მთელი თაობა...
    1 585 ნახვა
    იტვირთება...
    16-02-2014, 08:33