X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
გიორგი ვარდოსანიძემ და სალომე ჭაჭუამ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს...
  • გიორგი ვარდოსანიძემ და სალომე ჭაჭუამ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს...

    მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ და მოცეკვავე სალომე ჭაჭუამ ჯვრის დასაწერად 15 თებერვალი აირჩიეს. წყვილმა დღეს სვეტიცხოველის ტაძარში იქორწინა და ამ მოვლენის ამსახველ ფოტო მასალას ექსკლუზიურად საიტი რეპორტიორი ავრცელებს.

    სალომეს და გიორგის ერთმანეთი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობისას შეუყვარდათ. მართალია, თავად უარყოფენ, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე სეზონის დამთავრებიდან ძალიან მალე გიორგი და სალომე შეყვარებულებს დაშორდნენ.

    სალომე ჭაჭუა - გიგი გაჩეჩილაძეს, გიორგი ვარდოსანიძე კი მსახიობ თამთა შალამბერიძეს. გიორგი და სალომე დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდნენ სიყვარულის ისტორიას, თუმცა მათ წყვილს ყველგან ერთად ხედავდნენ.

    Rating

    მოგვიანებით, პრესასთან პირველად გიორგი ვარდოსანიძემ აღიარა, რომ ერთმანეთი შეუყვარდათ. შემდეგ კი სალომემ, „რეიტინგთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოგვიყვა ახალი სიყვარულის ისტორიის შესახებ.

    გიორგიც და სალომეც ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ შეყვარებულებს ერთმანეთის გამო არ დაშორებიან. ფაქტია, რომ გიგის და სალომეს და გიორგის და თამთას წყვილების დაშორებას არავინ ელოდა.

    სალომეს და გიორგის წყვილს თავიდან საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა. იმასაც ამბობდნენ, რომ მათთვის ეს დროებითი გატაცება იყო და მალე დაშორდებოდნენ, თუმცა გიორგი ყურებამდე შეყვარებული გახლდათ.

    Rating

    ცოტა ხნის წინ ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. ხუთშაბათს კი გადაცემა „პროფილში“ შეყვარებული გიორგი ბედნიერი ყვებოდა როგორ ეხმარებოდა სალომეს საოჯახო საქმეებში.

    სალომეს და გიორგის ბედნიერებას და გამრავლებას ვუსურვებთ.

    1 674 ნახვა
    იტვირთება...
    16-02-2014, 08:39