X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
„ფორდმა“ შარშან 8.6 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო
  • „ფორდმა“ შარშან 8.6 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო

    „ფორდმა“ გამოაცხადა, რომ შარშან მისმა მოგებამ (გადასახადების გადახდამდე) 8.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მოგებაზე 603 მილიონი დოლარით მეტია. ეს ცისფერი ოვალის უდიდესი მოგებაა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ეს კი შესაძლებელი გახადა შეერთებული შტატებისა და აზია წყნარი ოკეანის (განსაკუთრებით ჩინეთის) ბაზრებზე მოგების ზრდამ. იმავდროულად, სამხრეთ ამერიკაში ბიზნესი კვლავ მოგების გარეშე მუშაობს, ევროპაში კი კვლავაც წაგება მოაქვს, თუმცა წაგების მოცულობა განუხრელად და გეგმის შესაბამისად მცირდება.
    შარშან სუფთა მოგება 7.2 მილიარდი დოლარი იყო. „ფორდი“ აცხადებს, რომ ბოლო ხუთ წელიწადში, სუფთა მოგების სახით, 42 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს მიღებული. შედარებისთვის, კრიზისის პერიოდში, 30.1 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ „ფინანსურ აპექსს, ახლანდელი მოდელების ბაზარზე ყოფნის ციკლში მიაღწევს“.
    ამის მიზეზი მარტივია - წელს „ფორდი“ ბაზარზე რეკორდულად ბევრი, 23 ახალი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს, რაც კონკურენტულ ბრძლაში დაეხმარება. ამასთან, ჩინეთში გაყიდვების განუხრელი ზრდის კვალობაზე, ევროპაში სიტუაცია თანდათან სწორდება და მალე ძველი კონტინენტის ბიზნესიც მოგების რელსებზე გადავა. შედარებით არაპროგნოზირებადია სამხრეთ ამერიკის ბაზარი, სადაც უმეტეს ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისის ნიშნები ფიქსდირდება.
    საერთო ჯამში, წელს „ფორდი“ მოგების (გადასახადის გადახდამდე) ოდნავ შემცირებას (7-8 მილიარდ დოლარამდე) გეგმავს, თუმცა სუფთა მოგების მოცულობა პრაქტიკულად უცვლელი დარჩება. ოღონდ, ეს ახალ ავტომობილებზე მოგების შედარებით მაღალი მარჟის წყალობით არ მოხდება. პირიქით, მარჟაც შემცირდება. მოგების ზრდას კი წარმოების ოპტიმიზაცია და ხარჯების შემცირება გამოიწვევს.
    „ეს კონსოლიდაციის წელია, რომლის დროსაც წარსულში გაწეული ინვესტიციების შედეგებს მოვიმკით და გაცილებით მძლავრი ზრდისთვის ნიადაგს მოვამზადებთ“, - ამბობს „ფორდის“ აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი და მთავარი ფინანსური დრექტორი ბობ შენკსი.
    1 238 ნახვა
    იტვირთება...
    17-02-2014, 07:50