X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ინტერვიუ  ქეთი ორჯონიკიძესთან.. [EXCLUSIVE]
  • ინტერვიუ ქეთი ორჯონიკიძესთან.. [EXCLUSIVE]

    –ქეთი თინეიჯერებში და არა მარტო თინეჯეირებში საკმაო პოპულარობით სარგებლობ .. თუმცა ეკრანებზე ისე ხშირად აღარ ჩანხარ რატომ ?
    –იცით ესე ვერ ვიტყვი რატომ.. ალბათ სხვა ადამიანები უფრო აქტიურეად არიან ჩართული სხვადასხვა საკითხებში თუმცა ვფიქრობ რაც საინტერესო და გემოვნებიანია კეთდება ძირითადაც არ ვტოვებ.. მაგალითად "ლურჯი ფრინველი" ახალ წელს და ასე შემდე...რაც მივხვდი ჩემი მოკლე მააგრამ საინტერესო მოღვაწეობის პერიოდში ეს არის ის რომ : მხოლოდ იმიტომ რომ ეკრანზე გამოჩნდე არ უნდა მიიღო მონაწილეობა ყველაფერში.. რა თქმა უნდა თუკი ეს საქველმოქმედო არ არის....

    –მომავალში არ აპირებთ უფრო ფართოდ გამოჩნდეთ ეკრანებზე..? და თქვენი დღევანდელი საქმიანობა რა არის?
    –ჩემი გამოჩენა მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული... სფეროს აქტუალურობაზეცაა..
    დღევანდელ დღეს კულტურა და ხელოვნება არ არის აქტუალური თემა. ამჟამად ვარ დაკავებული რაღაც ახალი აღმოჩენებით როდესაც სიმღერის საშვალება არ არის... ვიწყებ სხვა საკითხზე მუშაობას.. კონკრეტულად ლექსების წერა.. უკვე რიგით მეორე გამოფენა რომელსაც ჩემს მეგობარ თათა მეტრეველთან ერთად ვაკეთებთ... და ასე შემდეგ...

    – როგორ ფიქრობთ დღესდღეობით შოუ ბიზნესი .. განსაკუთრებით მუსიკის მხრივ.. საქართველოში არსებობს?
    –იცით მე შოუ არ მინახავს.. და ბიზნესი ჩემთვის ცოტა სხვა გაგებაა... რაც შეეხება კონკურეტულად მუსიკალურ მხარეს ჩემი აზრით 10 წლის წინ ბევრად მეტი სიმღერა იქნებოდა ვიდრე დღეს., შესაბამისად... ვიდეო რდგოლებიც უფრო მეტი იყო,, ხარისხს არ ვგულიხმობ..უბრალოდ ფაქტია რომ ხალხი მუშაობდა..

    –ვის თვლით დღესდღეობით საქართველოში კარგ მომღერლად?
    –ეს რთულია.. იცით კარგი მომღერალი მარტო ხმა და სმენა არ არის.. სტილი და სცენური შარმი არანაკლებად მნიშვნელოვანია და ის აურა რომლითაც მაყურებელს იჭერ... ყველა ეს თვისება რამოდენიმე ადამიანს აქ მაგრამ უხერხული იქნება რომ გამოვყო..

    –პირადში რა ხდება? გყავს თუ არა შეყვარებული ან თუნდაც საქმრო?
    –ჯერჯერობით სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სერიოზული ურთიერთობები არ მაქვს თუმცა სიმპატიები არსებობს და ვნახოთ რა მოხდება )

    –როგორი უნდა იყოს ადამიანი რომ შენი ყურადღება მიიპყროს?
    –სამართლიანი! და არა მატყუარა... ისეთი რომელსაც დაელაპარაკები ყველაფერზე და მასთნ ყოველი წამი საინტერესო გახდება . გაიგებ და გააგებინებ რაიმე ახალს განათლებული..

    გასაგებია.. როგორ გგონია მომავალში ისევ დაუბრუნდები სცენას?
    –სცენაზე ვარ დღესაც უბრალოდ კონცერტები არ არის აქტიურად თორემ არც ჩამოვსულვარ.. და არც ჩამოვალ..


    შემოგთავაზებთ ქეთის ერთ–ერთ ლექს.. :

    თვალთ დაგკლებია ვით ჭარმაგ მოხუცს
    ისმენ და არ გსურს თან გაგონება..
    მე მინდა შენი წაუბილწავი...
    შეულახავი სუფთა გონება..
    იცი ათასჯერ გათელილ წალკოტს აღარ ატყვია მისი იერი!
    სხვისი ნაღეჭი ლუკმის ჩაყლაპვას მე მირჩევნია მოვკვდე მშიერი!


    ავტორი ნ.ჩ
    სპეციალურად GOGAGGG–სთვის
    1 138 ნახვა
    Загрузка...
    17-02-2014, 09:21
    Загрузка...