X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ეს, არც ისე ძნელია!
  • ეს, არც ისე ძნელია!

    ქალები, როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლები, მუდამ ფორმაში უნდა ვიყოთ. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ეს თეორია ხშირად არ ამართლებს, ამის მიზეზად სხვადასხვა გარე ფაქტორებს მივიჩნნევთ, მაგრამ არასოდეს ვცდილობთ პასუხი საკუთარ თავში ვიპოვნოთ. იმისთვის, რომ ვიყოთ ელეგანტურები და დახვეწილები, არ არის აუცილებელი მივმართოთ სხვადასხვა ძვირადღირებულ პროცედურებს, ან გარდერობი უახლესი ბრენდის ტანსაცმლით შევავსოთ.
    გავხდეთ ქალური: დავიწყოთ ტანსაცმლით
    თუ გვუსრს რომ რაელურად გავხდეთ ქალური, მაშინ ჩვენს გარდერობში რაღაც კორექტივები უნდა შევიტანოთ.

    ტანსაცმელი უნდა იყოს ნათელი და მშვიდი ფერის. იგი ხაზს უნდა უსვამდეს თქვენს ქალურობასა და სინაზეს. არავითარი უხეში და შავი ფერის ტანსაცმელი.
    შეეცადეთ შარავლი ჩაიცვათ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. გათავისუფლდით ჯინსებისა და შარვლებისაგან. უფრო ხშირად ჩაიცვით კაბა და ქვედაბოლო. ქვედაბოლო თქვენ ქალურობაას შეგმატებთ.
    გახსოვდეთ, რომ თქვენი ძალისხმევა იმისათვის, რომ გახდეთ ქალური შესაძლებელია ადვილად ჩაიყაროს წყალში სახლის ტანსაცმლის წყალობით. არ ჩაიცვათ ხალათი და უფორმო "შლოპანცები" სახლში. საშინაო ტანსაცმლად გაიხადეთ რაიმე ნაზი სარაფანა და ფეხსაცმელი.
    მუდმივად იყავით კარგ ფორმაში. იზრუნეთ თმაზე, ფრჩხილებზე, კანზე. შეეცადეთ თვეში ორჯერ მაინც ჩაიტაროთ კოსმეტოლოგიური პროცედურა სალონში ან სახლში დამოუკიდებლად. გახსოვდეთ რომ თქვენი ფრჩხილები და თმა ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს.
    გაუღიმეთ ყველას. ღიმილი გაქცევთ მშვენიერ ქალბატონად. წარმოიდგინეთ ლამაზ კაბაში, ფეხსაცმელსა და ჩანთაში გამოწყობილი გოგონა, რომელსაც უხეში გამომეტყველება აქვს. იგი ხომ ვერავის მოხიბლავს. ამიტომ გაიღიმეთ, მაშინაც კი როცა მოწყენილი ხართ.



    მოამზადა: თამუნა არჯევანიძემ
    სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.
    1 234 ნახვა
    Загрузка...
    17-02-2014, 11:18
    Загрузка...