X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ედრიან ნიუიმ შეცდომა აღიარა
  • ედრიან ნიუიმ შეცდომა აღიარა

    ედრიან ნიუიმ აღიარა, რომ „რედ ბულის“ ახალ ბოლიდ RB10-ზე მუშაობისას, გარკვეული (შეთანწყობასთან დაკავშირებული) შეცდომები დაუშვა, რაც საქმისადმი აგრესიული მიდგომის შედეგია. ხერესის ტესტებისას ოთხ დღეში „რედ ბულმა“ მხოლოდ 31 წრის გავლა შეძლო. ამის მიზეზი, „რენოს“ ძრავთან დაკავშირებული პრობლემის გარდა, ხანძარიც გახდა, რომელიც ძარის დტალის გამოსაბოლქვ მილთან ახლო განლაგებამ გამოიწვია.
    მაგრამ ნიუი ამბობს, რომ გუნდმა ხერესის შემდგომ ამ პრობლემის მოგვარებას დიდი ყურადღება დაუთმო და იმედოვნებს, რომ ბაჰრეინის ტესტების დროს, ის ხელის შემშლელი ფაქტორი აღარ იქნება. ამასთან, პრობლემის მიზეზად დროის უკმარისობა დაასახელა:
    „პრობლემა დროის სიმცირემ წარმოქმნა. მისი მოგვარება ტრასაზე გამოსვლამდე, სასტენდო ტესტების დროს შეიძლებოდა, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვეცა, რადგან მანქანის დროულად აწყობა ვერ მოვასწარით. სამწუხაროდ, დახურულ კარს მიღმა პრობლემის აღმოჩენა ვერ მოხერხდა და მან ყველას თვაწინ იჩინა თავი“, - ყვება „რედ ბულის“ ტექნიკური დირექტორი.
    ის დასძენს, რომ ავტომობილის შეთანწყობისადმი აგრესიული მიდგომა, აეროდინამიკის სრულყოფის გათვალისწინებით მოხდა - ახალი ჰიბრიდული აგრეგატი ისეთია, რომ მის არაერთ კომპონენტს სჭირდება გაგრილება. ესაა თავად შიდაწვის ძრავი, მისი მძლავრი ტურბინა თუ ელემენტების ბლოკი, ასევე ელექტრონიკა და გენერატორი. ყველა ამ აგრეგატს დაძაბულ თერმულ პირობებში უწევს მუშაობა.
    ნიუი იმასაც ხაზს უსვამს, რომ „რენოს“ 1.6-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავიც უფრო ინტენსიურ გაგრილებას საჭიროებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. და მაინც, ის დარწმუნებულა, რომ მანქანის პროექტირების დაწყებისთანავე აგრესიული მიდგომა აუცილებელი იყო, რადგან გარკვეული რისკის გარეშე კარგი პროდუქტის მიღება შეუძლებელი იქნებოდა. პრობლემები კი სარბოლო ტექნიკის შემუშავების პროცესის განუყოფელი ნაწილია.
    ნიუის თქმით, ავტომობილის პროექტრებისას მთავარი გამოწვევა სწორედ ოპტიმალური შეთანწყობა იყო. ძრავის და მთლიანად ძალური დანადგარის გაგრილებას კი შარშანდელთან შედარებით, თითქმის ორჯერ დიდი ზომის რადიატორები სჭირდება, რაც აეროდინამიკას აუარესებს. მთავარი გამოწვევა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ძარის შიგნით, ყველაფერი მაქსიმალურად კომპაქტურად მოთავსებულიყო, რათა ბოლიდის აეროდინამიკა მინიმალურად დაზარალებულიყო.
    თავის მხრივ, პრობლემები „რენოსაც“ ჰქონდა. ხერესის ტესტებისას, მის კლიენტ სამივე გუნდს, ძრავმა ნორმალურად ვარჯიშის საშუალება არ მისცა. კერძოდ, მწყობრიდან გამოდიოდა ტურბო კომპრესორი და ჩაბერვის რეგულატორი. თუმცა, როგორც ფრანგული კომპანია ირწმუნება, ეს პრობლემები მოგვარებულია, რაც ხერესში „ლოტუსის“ მიერ მისი უახლესი E22-ის საჩვენებელი გარბენის დროსაც დადასტურდა. ტესტების რეგლამენტის შესაბამისად, სარეკლამო გარბენისას „რენოს“ ძრავის დარეგულირების უფლება არ ჰქონდა. თუმცა ფაქტია, რომ პირველი ტესტების შემდეგ მოდიფიცირებულ აგრეგატს პრობლემა აღარ შექმნია.
    1 102 ნახვა
    Загрузка...
    18-02-2014, 07:39
    Загрузка...