X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
"მისტერ ვალენტინი" სკანდალურ ბრალდებებს პასუხობს
  • "მისტერ ვალენტინი" სკანდალურ ბრალდებებს პასუხობს

    "მისტერ ვალენტინი 2014" სკანდალების გარეშე არ დასრულებულა. კონკურსის ერთ-ერთმა ყოფილმა ორგანიზატორმა გიორგი ტატანაშვილმა მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კონკურსი ჩაწყობილი იყო და გაიმარჯვა მან, ვინც თავად იპოვა სპონსორი კონკურსისთვის.

    ტატანაშვილის განცხადებას "მისტერ ვალენტინი 2014", თორნიკე ტყემალაძე გამოეხმაურა, რომელმაც ბრალდებები უარყო.
    – როგორც მე ვიცი და მითხრეს, გიორგი ტატანაშვილი არასოდეს ყოფილა "მისტერ ვალენტინის" ორგანიზატორი. მან უბრალოდ, სთხოვა ორგანიზატორებს პორტფელიოები გადაეღო მისი რჩეული ბიჭებისთვის, რაზეც დათანხმდნენ, იფიქრეს, უფრო მეტი პრიზი გვექნება და ბიჭებსაც წავახალისებთო. სპონსორების მიყვანა რომ შემეძლოს, მერწმუნეთ, მე ჩავატარებდი "მისტერ ვალენტინს". რადგან 35 000-იანი მანქანით დავდივარ, ყველას ჰგონია, ბევრი ფული მაქვს. მამამ მაჩუქა ეს მანქანა და უარს ხომ არ ვეტყოდი?

    – ბოლოს რატომ უთხრეს უარი სპონსორობაზე ტატანაშვილს?
    – ამ ბიჭს დაუწყია ლაპარაკი ვიღაცებთან, კონკურსი ჩაწყობილია და გამარჯვებული წინასწარ არის ცნობილიო. ამიტომაც უთხრეს მას უარი საჩუქრების გადაცემაზე. ვფიქრობ, რაც გააკეთა, პოპულარობის გამო გააკეთა. ისეთი ფოტოების გადაღება მეც შემიძლია. არ მგონია, ისეთ სამკაულებს და ფოტოებს ქმნიდეს გიორგი ტატანაშვილი, რომ დიდი ხარჯი გაეწია ჩვენი საჩუქრებისთვის.

    – არასდროს შეხვედრიხარ კონკურსზე მზადების პერიოდში?
    – ერთხელ შეგვხვდა ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც სამოსს ვარჩევდით და ის, როგორც ვიცი, შემთხვევით მოვიდა. როცა წავიკითხე ტატანაშვილის ბრალდებები, შემეცოდა, რადგან დარბის კარდაკარ ჟურნალისტებთან და ცდილობს თავი დაიმკვიდროს. საქართველოში ბევრმა ისეთმა ბიჭმა მოიპოვა პოპულარობა ამ ხერხებით, არ აქვს განათლება და ცდილობს სხვა რაღაცებით მიიქციოს ყურადღება.

    – ვიცი, რომ "ამბები.გე"-ზე გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, მას ემუქრებიან?
    – ჩემთვის ის არაფერს წარმოადგენს, შესაბამისად, ზუსტად ვიცი, ჩემი მხრიდან არავინ ემუქრება.

    – საკუთარ თავს პროფესიონალ მოდელად თვლი?
    – თუ გავითვალისწინებთ ჩემს გამოცდილებას, იმას, რომ გადამიღეს არაერთი პრესტიჟული ჟურნალისთვის, მიწვეული ვარ საზღვარგარეთის მოდის კვირეულებზე, ვარ "ნიუ ფეის მოდელ სერჩის" სამეულის წევრი და





    "მისტერ ვალენტინი", ვთვლი, რომ პროფესიონალი მოდელი ვარ.

    – "მისტერ ვალენტინებს" საქართველოში დასცინიან, შენც გიგრძვნია ეს?
    – არა მხოლოდ "მისტერ ვალენტინებს", ყველაფერს ირონიით უყურებენ საქართველოში, პირადად ჩემთვის არავის შემოუხედავს ირონიით. მყავს შეყვარებული მაგდა მელიქიშვილი, რომელიც თავადაც მოდელია და საკმაოდ წარმატებით მუშაობს უცხოურ სააგენტოებში.

    – დიდი ხანია მოდელი ხარ?
    – რამდენიმე წელია ვმოდელობ, სამი წლის წინ მონაწილეობა მივიღე კონკურსზე "ნიუ ფეის მოდელ სერჩ", რომელიც ია კიწმარიშვილმა ჩაატარა. სამ საუკეთესო ბიჭში მოვხვდი, სწორედ აქედან გავიცანი ხალხი, რომლებიც დამეხმარებოდნენ წარმატების მიღწევაში. მუშაობა დავიწყე "რუსთავი 2"-ზე "ბიზნეს-კურიერში". მაგრამ შემდეგ სწავლის გამო დროებით ჩამოვცილდი ჟურნალისტიკას.

    – "ბიზნეს-კურიერში" გარეგნობის გამო აგიყვანეს?
    – არა, გამოცხადებული იყო კასტინგი, შევავსე მონაცემები. ჯერ სტაჟიორი ვიყავი, შემდეგ კი შტატში ჩამსვეს. მოდელობა, სამსახური და სწავლა ერთად არ გამომდიოდა. წელს გამოჩნდა შანსი დავბრუნებოდი სამოდელო ცხოვრებას, ამიტომაც მივიღე "მისტერ ვალენტინზე" გამოსვლის გადაწყვეტილება. შარშან სტუმრის სტატუსით ვიყავი მიწვეული ამ კონკურსზე, კარგად იყო ორგანიზებული და მომეწონა.

    – წელსაც კარგად იყო ორგანიზებული?
    – წელს უკეთესად შეიძლებოდა, მაგრამ არ იყვნენ საკმარისი რაოდენობის სპონსრები. თუმცა საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად დასრულდა.

    1 496 ნახვა
    Загрузка...
    18-02-2014, 09:31
    Загрузка...