X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ტესტი: ჭორიკნები, ფლირტის მოყვარულები, ქალი-დედოფლები - რაზე მეტყველებს ფინჯნის ჭერის მანერა
  • ტესტი: ჭორიკნები, ფლირტის მოყვარულები, ქალი-დედოფლები - რაზე მეტყველებს ფინჯნის ჭერის მანერა

    იმის მიხედვით, თუ როგორ უჭირავს სასმლიანი ჭიქა ადამიანს, შეიძლება ვიმსჯელოთ მის ხასიათზე. ფსიქოლოგებმა დაკვირვების შედეგად მათი რამდენიმე ტიპი გამოჰყვეს:

    1. ფლირტის მოყვარულები - მათ ჭიქა უჭირავთ ელეგანტურად, მოვლილი თითები მოხდენილად აქვთ განლაგებული სასმისზე და სჩვევიათ დროდადრო თითების გადასმა ჭიქის ზედაპირზე.

    2. ჭორიკნები - მათ ერთ ხელში ჭიქა უჭირავთ, ხოლო მეორე ხელით ჟესტიკულაციას მიმართავენ საუბრის დროს.

    3. მხიარულების მოყვარულნი - ჭიქა ზემოდან უჭირავთ ისე, რომ ხელისგული სასმისის ზემოთ აქვთ მოქცეული. სასმელს დიდი ყლუპებით მიირთმევენ ისე, რომ საუბარს არ წყვეტენ.

    4. სასმლის მოყვარულნი - მორცხვი, მოკრძალებული ადამიანები - ჭიქა ისე მაგრად უჭირავთ, თითქოს ეშინიათ, ვინმემ არ წაართვათ. მიირთმევენ მცირე დოზებით და ტკბებიან სასმლით.

    5. ქალი-დედოფლები - ცივები და თავშეკავებულები - ხელში გამოკვეთილად და მაგრად უჭირავთ სასმლიანი ჭიქა. ეს ქალები ახალი ნაცნობობისათვის არ არიან მზად. ისინი მხოლოდ თავიანთ საყვარელ თანმხლებს (ჯენტლმენს) სწყალობენ.

    6. "ფლეი-ბოი"- აქტიურნი და თავდაჯერებულნი - მიირთმევენ მაღალფეხიანი ჭიქებიდან ან სულაც ბოთლიდან.

    7. "მაჩო"- გაცნობიერებული აქვთ თავიანთი მომხიბვლელობა - ამპარტავანნი, გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ თავიანთ თავზე. მიირთმევენ ლუდს ან სპირტიან სასმელებს პირდაპირ ბოთლიდან.

    8. ჩხუბისთავები - უპირატესობას ანიჭებენ დიდი ზომის სასმისებს, რომლებიც მათთვის იარაღის სიმბოლოს წარმოადგენს. უჭირავთ მტკიცედ თითებით, ზოგჯერ ორივე ხელითაც.

    1 796 ნახვა
    იტვირთება...
    18-02-2014, 09:45