X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ჩანახატი
  • ჩანახატი

    პირველად როდესაც სიყვარულის ძალას ვეზიარე არ მომეწონა. ვიფიქრე,რომ ეს მხოლოდ ის გრძნობები იყო,რომლის დავიწყებაც ერთი ხელის მოსმით შეიძლებოდა, მეგონა ის ადამიანები,რომლებიც ამ ყველაფრის გამო ცრემლს არ იშურებდნენ სულელები იყვნენ..
    და მე ვთვლიდი თავს ჭკვიანად.
    არადა ყველაზე სულელი ვიყავი. ვიყავი რა ვარ, სიამაყეს რა ვუთხარი.
    მაშჲნ ავფრინდი პირველად ...
    დავინახე ის რისი დანახვაც ალბათ ყველას უნდა, მივხვდი იმას რასაც ბევრი ვერ ხვდება და ალბათ ასეც გაგრძელდებოდა რომ არა მტკივნეული დაცემა მიწაზე... მიწა რომელიც მხოლოდ ერთ რამეს ამბობს.. თუ რა იღბლიანი უნდა იყო ამ ყველაფრისთვის.
    როცა ის ნაპერწკალი ჩაქრა რაც არ უნდა ჩამქრალიყო, დავიბენი...
    მაშჲნ მეტკინა პირველად..
    მინდოდა ეს ტკივილი, ბედნიერებად გადამექცია, გრძნობა მოგონებად, სიყვარული .... სიყვარულს ალბათ ერთი კლოუნის ნიღაბს მოვარგებდი. რომელიც იყო მაგრამ აღარ არის...
    თუმცა არ გამოვიდა.
    სპექტაკლი არ შედგა.

    მე გავქრი... ავირიე როგორც სულიერად ისე ფიზიკურად. ფრთები მომტეხა ამ ყველაფერმა...
    ახლა მე და სიყვარული აღარ ვმეგობრობთ... მომენატრა ის დრო როდესაც მხოლოდ ერთი საფიქრალი მქონდა, ყავა დამელია თუ ჩაი...
    მე გავიმარჯვე მასზე...
    მგონი დამთავრდა ...

    - და შენ ეს გინდა?

    -არვიცი.
    1 333 ნახვა
    იტვირთება...
    19-02-2014, 08:24