X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ანეკდოტები
  • ანეკდოტები

    შვილი დედას ურეკავს ქალაქიდან:– დედიკო, ცოლი შევირთე, მარა ზანგის ქალია!– მერე, რა, შვილო, მე და მამაშენი რასისტები კი არ ვართ…

    – ოთხი შვილი რომ ჰყავს?

    – კარგია, კარგი… ჩვენც გვიყვარს ბავშვები, მით უმეტეს, ზანგის ბავშვები…

    – დედიკო, საცხოვრებელი რომ არსად გვაქვს?

    – თქვენ იყავით კარგად და ჩვენი ერთოთახიანი ბინა თქვენი არაა?

    – მერე თქვენ?

    – მამაშენს საკუჭნაოში მოვაწყობ, თქვენ ოთახში შედით.

    – და შენ, დედიკო?

    – მეე? მე, შვილო, ახლა ავდგები და დარიშხანი რომ მაქვს შავი დღისთვის გადანახული, იმას დავლევ.

    ***

    – კუკურიჩ, როგორ გაატარე დაბადების დღე?

    – ძალიან გლახათ.

    – რატომ, კაცო?!

    – რატომ და მეორე დღეს სულ არაფერი მახსოვდა და რაც მთავარია, არც მრცხვენოდა.

    ***

    – რა გავიგე! აგერ წიგნში წერია, რომ ამერიკელებს თავიანთი პრეზიდენტი მოუკლავთ.

    – რა ეშმაკი ხალხი ვართ ჩვენ, ქართველები. მაინცდამაინც ამერიკელებს ვეხვეწებით, რაც თქვენ იცით, ჩვენც გვასწავლეთო.

    ***

    – რომელი უნდა მოვკლა? – ეკითხება ქილერი დამკვეთს წვეულებაზე.

    – ეგერ, კუთხეში რომ ვისკის მიირთმევს, ხედავ?

    – კი, ვხედავ… მის ქვრივთან ერთად რომ დგას, ხომ?

    ***

    გამვლელი მტკვრის მოაჯირზე გადაყუდებულ მეთევზეს შეუჩნდა:

    – როდის მოხვედი? კარგი თევზია? რამე დაიჭირე?

    – დავიჭირე, მაგრამ მდინარეში გადავაგდე.

    – რატომ? აა, ალბათ პატარა იყო, არა?

    – არა, შენზე მაღალი იყო და ამდენსაც არ ლაპარაკობდა.

    ***

    ცოლი ქმარს:

    – ერთი ნაკლი მაქვს და ჩვენი ცოლქმრობის ოცი წლისთავზე უნდა გაგიმხილო.

    – რა ნაკლი გაქვს ამისთანა?

    – ბრმა ვარ.

    – ეგ არაფერი, მეც მაქვს ერთი ნაკლი.

    – შენ რაღა ნაკლი გაქვს?

    – ზანგი ვარ.

    ***

    ოსმა ჩინგიზამ ჟიგული იყიდა და ქალაქში გაინავარდა. ინსპექტორმა გააჩერა:

    – ჯარიმა ათი ლარი.

    – რატომ?

    – იმიტომ, რომ ღერძულა ხაზზე გადაიარე.

    – აბა ქვეშ ხომ ვერ გავძვრებოდი?!

    ***

    – ოდესმე ცოლთან განათებულ ოთახში თუ გისექსავია? – ეკითხება ერთი ძმაკაცი მეორეს.

    – არა, მრცხვენია.

    – აბა, სცადე, ძალიან საინტერესოა.

    ხვდებიან მეორე დღეს:

    – ვისექსავე განათებულ ოთახში, – ახარა ერთმა მეორეს.

    – ხომ მოგეწონა?

    – ძალიან კარგი ყოფილა, ბავშვებიც ძალიან გამხიარულდნენ.

    ***

    – მამიი, – ეუბნება მოდებილო სეროჟა, – მარჯვენა და მარცხენა ფეხები ერთმანეთში მერევა.

    – როგორ გერევა?

    – აი, ვერ გამირჩევია, რომელია მარცხენა, რომელი – მარჯვენა.

    – ეე, ტუტუც, კარგა მამისმინე. მარცხენა ფეხზე ცერა თითი მარჯვნივ გაბია, მარჯვენაზე ნააბაროტ, გაიგე?!

    ***

    პაციენტი კბილის ექიმთან მივიდა კბილის ამოსაღებად. სტომატოლოგმა კარგად აათვალიერ–ჩაათვალიერა.

    – მოიცა, მოიცა. შენ ის ინსპექტორი არ ხარ, გუშინწინ რომ 30 ლარით დამაჯარიმე?

    – მგონი, – კბილის წაკწაკით პასუხობს პაციენტი.

    – მდაა, ძალიან კარგი… მოდი, მოდი, ჩამოჯექი სავარძელში და კარგად მოეწყვე.

    ***

    – ეს ვისი სურათია? – ეკითხება სტუმარი მასპინძელს კედელზე ჩამოკიდებულ სურათზე.

    – ეს “წმინდა ოჯახია”.

    – რატომ არიან ზეწრებში შეხვეულები?

    – იმიტომ, რომ სხვა სამოსი არ ჰქონდათ.

    – ფეხშიშველები რაღატომ არიან?

    – არ ჰქონდათ ფული, რომ ფეხსაცმელი ეყიდათ.

    – გადამრევენ ეგენი, ამ სურათის გადასაღები ფული ჰქონდათ და შიშვლები დადიან?

    ***

    პროკოფის ცოლი გარდაეცვალა. სასაფლაოდან რომ ბრუნდებოდნენ, ძმაკაცმა მზრუნველად გადახვია ხელი ახალდაქვრივებულს:

    – ვიცი, ჩემო პროკოფი, ძალიან ძნელია ცოლის სიკვდილი, მაგრამ გაივლის კვირები, თვეები, წელი, შეხვდები ვინმე ლამაზ ქალს და იქნებით ბედნიერი.

    – კვირები… თვეები… დღეს რა ვქნა, დღეს?!

    1)ტიპი გოგოსთან ერთად ქუჩაში მისეირნობს. ჩაუარეს რესტორანს. გოგო ამბობს:
    – უჰ, რა გემრიელი სუნი გამოდის.
    – მოგეწონა? წამო, კიდე ჩაუაროთ.

    2)კორესპონდენტი ქალი კინოვარსკვლავს ეკითხება?
    – რამდენი ქმარი გყავდათ?
    – ჩემი, თუ საერთოდ?

    3)ჩავიდნენ ტურისტები სვანეთში. გავიდნენ ბუნებაში. შემოეყარათ დათვი. შეშინდნენ და გამოიქცნენ. უკან მოსდევთ დათვი, თავს არ ანებებს.
    იქვე მახლობლად ოთხი სვანი ბუნებაშია გასული. მწვადი უნდა შეწვან. ცეცხლი დაანთეს. იქვე მდელოზე სუფრა გაშალეს… და ამ დროს ზემოთ ნახსენებმა კამპანიამ ზედ ამათ სუფრაზე გადაირბინა. გადაირივნენ სვანები, ეს როგორ გვაკადრესო და დაედევნენ. დაიჭირეს. ოხრად ურტყეს, სანამ სუყველა არ გათიშეს არ მოეშვნენ.
    უკან დაბრუნებისას ერთი სვანი ეუბნება მეორეს:
    - ისე, ის, ქურქი რომ ეცვა, მაგრად გაგვიძალიანდა…

    4)– გაიგე? ჭიჭიკიას ცოლი გაქცევია!
    – ალბათ განიცდის, როგორ არის?
    – ახლა არა უშავს, თავიდან აღარ იცოდა სიხარულისგან რა ექნა…

    5)არაბულ სკოლაში მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს:
    – მუსტაფა, რამდენგვარი აქლემია ცნობილი?
    – ერთ კუზიანი და ორ კუზიანი.
    – არსებობენ თუ არა უკუზო აქლემები?
    – შესაძლებელია… მაგრამ ეგ უკვე სიმახინჯედ ითვლება

    6)– არ იცი, ჩვენთან სამსახურში სკლეროზიანი არავინაა?
    – რათ გინდა?
    – ფული მინდა ვესესხო

    7)წითელქუდა მიდის ბებიასთან. შეხვდება მგელი:
    – გამარჯობა, დებილო!
    – კარგი რა, მგელო! დებილს რატომ მეძახი? მე ხომ წითელქუდა მქვია, წითელი ქუდი მახურავს, წითელი კაბა… წითელი ფეხსაცმლები… ისე მართლა რა დებილივით მაცვია…

    8)სვანები ლიფტში გაიჭედნენ. მაგრად ცხელა, შეწუხდნენ. ერთი ამბობს:
    – უჰ, ეს კარი მაინც იყოს ღია, ცოტა ჰაერი შემოვიდოდა…

    9)კაცი ეუბნება ქალს:
    – რაც გაგიცანი მას მერე ვეღარ ცვჭამ, ვეღარ ცვსვავ, ვეღარც ვეწევი…
    – ასე მაგრად შეგიყვარდი?
    – არა, უბრალოდ, მაგ ყველაფრისთვის ფული აღარ მრჩება.

    10)დაღონებულ ყვავილების გამყიდველს ეკითხებიან:
    – რას დაღონებულხარ?
    – ეს ახალგაზრდა, ახლა რომ გავიდა მაღაზიიდან, მთელი წლის განმავლობაში თავისი შეყვარებულისათვის ყვავილებს ყიდულობდა. ახლა კი ცოლად მოყავს…
    – მერე?
    – რა მერე! კარგ კლიენტს ვკარგავ…

    11 )ჯარში შეტყობინება მივიდა, რომ კაპრალ შვანგირაძეს მშობლები ატოკატასტროფაში გარდაეცვალა. ბაზის მეთაურმა შვანგირაძის უშუალო მეთაური დაიბარა და უთხრა:
    – ახლა ერთბაშად არ მიახალო. ცოტა დელიკატურად, შეფარვით უთხარი.
    წამოვიდა ოფიცერი. მოაწყო შვანგირაძის ასეული:
    – ვისაც მშობლები გყავთ ერთი ნაბიჟი წინ… შვანგირაძე, შენ სადღა ეტენები…

    12)- ჩვენთნ მთელი სოფელი სოკოთი მოიწამლა.
    - როგორ, ყველა ერთად?
    - არა, ჯერ ერთი, დანარჩენები კი იმის ქელეხში

    13)ზოოპარკში მაჩვი ეუბნება ზოოპარკის დირექტორს:
    – კურდღელი სხვა გალიაში გადაიყვანეთ, მუდმივად ანეგდოტებს ყვება და არ გვაძინებს.
    – რა, ღამით ყვება?
    – არა, მაგრამ ჟირაფი იცინის ღამით.

    14)ქალი კონსულტაციაზეა გინეკოლოგთან. ექიმი ეკითხება:
    - ბავშვის მამა დაესწრება მშობიარობას.
    - არა, არა მგონია… ჩემ ქმართან ნაჩხუბარია…

    1)ავადმყოფი საოპერაციოდ მოამზადეს,ქირურგმა სკალპელი მოიმარჯვა.

    -არ გაჭრა ექიმო, არ გაჭრა!-შემორბის ასისტენტი.

    -რატომ კითხულობს ექიმი.

    -ოპერაციისთვის სერიოზული უკუჩვენება აღმოაჩნდა!

    -რა უკუჩვენება?

    -თურმე მთელი ღამე აბოდებდა, კაპიკი ფული არ მაქვსო.







    2) -შენ, რა, კლარნეტზე აღარ უკრავ ?

    -არა,მეზობელს თოფი უყიდია.








    3)-მე ერთი ძაღლი მყავდა-დილას ადგებოდა,ჩევიდოდა პადიეზდში,

    ფოსტის ყუთიდან გაზეთებს ამეიღბდა ,მომიტანდა ლოგინთან და....

    -ეხა არ თქვა წიკითხავდაო თვარა მევიდა ბოთლი თვში...








    4)-მამიკო რას ნიშნავს "ბუდრუნენტის მოგვაჯირება"?

    -არ ვიცი შვილო , სად წაიკითე ?

    -არსად,მე თვიტონ მევიგონე!











    5)"პახმელიაზე" :

    -გუშინ პარასკევი იყო, ხვალ შბათია... დღს რა დღეა ნეტა ?








    6)ერთი ქუთაისელი მეორეს:

    -რავა მიგჭყლეტია ცხვირი შეჩემა, ქალების აბანოში ხო არ მუშობ ?











    7)ცნობილი ქურდი კვდება და შვილებს ეძახის:

    - გელა!

    -აქ ვარ მამი!

    -გოჩა!

    -აქ ვარ მამი!

    -ვაჟა!

    -აქ ვარ მამა!

    -კი მაგრამ, ციხეში რომელიღ ხართ, მე თქვენი...!!!









    8)-გოგონი ძლიან მომწონხართ , ცოლად უნდა მოგიყვანოთ,ქალიშვილი ხართ?

    -ქალისშვილი კი არა კაცის შვილი ვარ, მამაჩემს ვალიკო ჰქვია.!!!
    1 393 ნახვა
    Loading...
    19-02-2014, 10:28