X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ეს არ ყოფილა თებერვლის ცივი დღეები!
  • ეს არ ყოფილა თებერვლის ცივი დღეები!

    იცი მე შენ არ გეკითხები,მაგრმა პასუხი ყოველთვის მზად გაქვს და თუნდაც არ გკითხო შენ მაინც მპასუხობ.მაინც და მაინც არ ყოფილა თებერვლის ცივი დღეები,თუმცა ეს იყო აგვისტოს თბილი და მარტის უცნაური დღე-ღამე! მზეს მთვარე ანაცვლებდა და ამას ვერც კი ვამჩნევდი. რატომ?! პასუხი მარტივია ამ დღეებს შენთან ერთად ვატარებდი და მენანებოდა ის წამებიც კი რომელიც თვალის დახამხამების დროს იკარგებოდა. მაშინ შენ ჩემს გვერდით იყავი და აბა სად მქონდა დრო ამეხედა ცაში.
    სამწუხაროდ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა! ტკბილი მოგონებები ისევ გონებაში მრჩება და ვერ გივიწყებ.შენი მარმელადივით ტკბილი ტუჩები,მზეზე ნათელი ღიმილი და უთბილესი სხეული.ასე მეგონა ვერაფერი დაგვაშორებდა ერთმანეთს,თუმცა მოსახდენი მაინც მოხდა და აი მაშინ კი ნამდვილად დაიწყო ჩემთვის ცივი ზამთარი.
    ეს მოხდა 23 ნოემბერს.მახსოვს ცივი ქარი ქროდა,ხეებზე შემორჩენილ ფოთლებს თავის შეკავება უჩირდათ.ზოგი ძირს ვარდებოდა ზოგიც კი ხის ტოტს ებღაუჭებოდა.მე ქუჩაში გელოდებოდი,იქვე სკამზე ვიჯექი და ვტკბებოდი ფერადი ფოთლებით.ქარმა დაუბერა გამოვიხედე და დაგინახე შენ გავიღიმე,თუმცა დავინახე,რომ სიარული გიჩირდა.ავდექი,გამოვიქეცი ხელში აგიყვანე და გკითხე:
    -რა გჭირს?!
    -არაფერი კარგად ვარ უბრალოდ დავიღალე.
    უცებ შევამჩნიე,რომ ცხვირიდან სისხლი წაგსკდა! შემეშინდა იქვე სკამზე წამოგაწვინე.ქარი უფრო და უფრო უბერავდა ხეებიდან ფოტლებს გლეჯდა და ჩვენ გვაყრიდა.თვალებიდან ცრემლები წამოგივიდა!
    -რა დაგემართა,გთხოვ ხმა გამეცი.
    ტელეფონი ავიღე და სასწრაფოში დავრეკე.
    -მალე მოვლენ ნუ გეშინია.
    -მცივა!მითხარი შენ.
    მაშინვე გავიხადე ბიჯაკი და მოგასხი,ჩაგეხუტე.საშინლად ციოდა! ხალხიც არ ჩანდა!შენ კი ისევ და ისევ ცრემლი გდიოდამ,ხმას არ მცემდი.მხოლოდ და მხოლოდ შენი სუნთქვის ხმა მანუგეშებდა,თუმცა ცოტახანში ესეც ვეღარ გავიგონე. შემოგხედე თვალები დახუჭული გქონდა,მხოლოდ და მხოლოდ ბოლო ცრემლი გადმოგივარდა.თითქოს ყველაფერი ტიროდა,ქარი კიოდა!
    1 236 ნახვა
    Loading...
    20-02-2014, 07:15