X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სალომე გოგიაშვილი მესამე შვილის დედა გახდა
  • სალომე გოგიაშვილი მესამე შვილის დედა გახდა

    ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილს გუშინ საღამოს, მესამე შვილი - ვაჟი შეეძინა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. "ამბები.გე" სალომეს დაუკავშირდა და პატარას შეძენა მიულოცა.

    - დიდი მადლობა მოლოცვისთვის, ვარ ძალიან გახარებული და ბედნიერი, თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ, გუშინდელი საღამოს შემდეგ დავფრინავ, დავდივარ და ვარ აქტიური...

    - რა დააქვი პატარას?
    - ირაკლი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მას ნათლია ჰყავს ირაკლი ლაბაძე, მერე მეგობარი მყავდა ირაკლი (ზუზუ) აბულაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ სიზმარშიც ვნახე... ჩემს მეუღლესაც მოსწონს ეს სახელი და ასე ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ პატარისთვის ირაკლი დაგვერქმია.

    -





    რამხელაა ახალშობილი?
    - 3 კილო და 800 გრამი და 53 სანტიმეტრი. დიდი ბიჭია.

    - როგორ შეხვდნენ შენი შვილები უმცროს ძმას?
    - ძალიან უხარიათ, უფროსი გუშინ ჩემთან დარჩა და მივლის, რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი შვილი კი არა, მეგობარია. მეორე ვაჟს კი ძალიან გაუხარდა ძმის დაბადება, რადგან ძალიან უნდოდა, უმცროსი ძმა ჰყოლოდა, ღმერთს სთხოვა და მან აუსრულა.

    1 203 ნახვა
    Загрузка...
    20-02-2014, 08:40
    Загрузка...