X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სოფო გელოვანს წყალბურთელი პარტნიორი შეურჩიეს
  • სოფო გელოვანს წყალბურთელი პარტნიორი შეურჩიეს

    კონკურსი "ორი ვარსკვლავი", რომელიც ცოტა ხანში დაიწყება, 12 ეპიზოდისგან შედგება. შესაბამისად, შოუში 12 წყვილი მონაწილეობს. მათგან ერთი - პროფესიონალი მომღერალია, მეორე კი საზოგადოებისთვის ცნობილი და წარმატებული ადამიანი, რომლიც მაყურებელს მოყვარული მომღერლის როლში მოევლინება...



    დღეს კიდევ ერთ წეევილს გაგაცნობთ - სოფო გელოვანი და მიშა ბაღათურია. სოფოს წარდგენა არც სჭირდება, ნიჭიერ მომღერალს საზოგადოება კარგად იცნობს. მიშა ბაღათურია კი ალბათ, ბევრისთვის უცნობია, ის საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წარმატებული სპორტსმენია, როგორც ამბობენ, მღერის და ის ამ ნიშნით შეირჩა კონკურსისთვის.

    სოფო გელოვანი:
    - "ორი ვარსკვლავი" საზღვარგარეთ, არაერთ ქვეყანაში ძალიან ცნობილი პროექტია. ადრე რუსეთში რომ ვცხოვრობდი, ამ შოუს ხშირად ვადევნებდი თვალყურს, პოპულარული იყო. ვერ ვიტყვი, რომ მასში აქცენტი დიდად ვოკალზე კეთდება, უფრო გასართობი გადაცემაა, რაც მაყურებელს სიამოვნებს. ადამიანმა შეიძლება იცინოს კიდეც, რადგან სანახაობა თეატრალიზებულიც იქნება. მოკლედ, ამ შოუში ყველაფერია მოსალოდნელი...

    - მასში მონაწილეობას ამიტომაც დათანხმდი?
    - კი, როდესაც მკითხეს, ხომ არ ჩაერთვებიო, უარი არ მითქვამს. საინტერსო და როგორც ვთქვი, სახალისო შოუ იქნება.

    - შენი პარტნიორი წყალბურთელი, საქართველოს ნაკრების წევრი, მიშა ბაღათურიაა. მგონი, ძალიან გაუმართლა, შენი სახით ასეთი მეწვილე რომ შეხვდა... მოგწონს ის?

    - ჩემი პარტნიორი მიშა ცნობილი და წარმატებული წყალბურთელია. ბევრი საერთო ახლობელი გვყავს და სულ მესმოდა, რომ მღერის. გასაკვირი ის არის, რომ მისი მუსიკალური მონაცემების შესახებ მიშას ბევრმა ახლობელმაც არ იცოდა, იმდენად თავმდაბალია. მასთან ადვილია ურთიერთობა, მაგრამ მთავარია, სცენაზე რა როგორ იქნება. ერთია, როცა ადამიანი კარგად მღერის, მაგრამ სცენას ისეთი რაღაც ახასიათებს, ან მოგნუსხავს, დაგიჭერს, ან არ მიგიღებს...

    - მოკლედ, მაყურებელი და სცენა ან მიგიღებს, ან - არა, ხომ?
    - კი და ამიტომ, წინასწარ რაიმეს თქმა, ძნელია. თან, ცოცხლად, პირდაპირ ეთერში უნდა შ





    ესრულდეს სიმღერა. ეს მოყვარული მომღერლისთვის ადვილი არ არის. ის კი არა, ზოგჯერ პროფესიონალებსაც უჭირთ ხოლმე.

    - ამიტომ, მოგიწევს მიშასთვის მხარდაჭერა...
    - დიახ, ჩემს თავზე ბევრი რამ უნდა ავიღო და ამ პერიოდში ამის გამო რაღაცების სწავლაც მომიწევს, რაც ჩემთვისაც საინტერესოა. რაღაც ეტაპზე ბავშვებთან მქონდა ურთიერთობა, სიმღერას ვასწავლიდი და მიყვარს ეს საქმიანობა, პროცესი მომწონს. მით უმეტეს, როდესაც ადამიანი თვალებში გიყურებს და ერთი სული აქვს და აინტერესებს, რას ისწავლის. თუ ადამიანი ამ ყველაფრისგან სიამოვნებასაც იღებს და უხარია, რომ შენგან რაღაცას იღებს, ამას რა სჯობია. მოკლედ, ვნახოთ, რა იქნება.

    - ვიცი, რომ მზადება უკვე დაიწყეთ. როგორ მიდის საქმე?
    - მზადება დავიწყეთ, მაგრამ მიშას საოცრად გადატვირთული გრაფიკი აქვს. ახლაც სპორტულ შეკრებაზე უწევს გამგზავრება. ცოტა ხნის წინ საპასუხისმგებლო თამაში ჰქონდათ და გაიმარჯვეს. ასეთი გადატვირთული დღის რეჟიმის ფონზე ცოტა რთული კი იქნება რეპეტიციები, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, ვეცდებით, რომ ამ შოუში გული, სული, სიყვარული ჩავდოთ. ვნახოთ, როგორ გამოგვივა.

    - რა თქმა უნდა, გინდათ გამარჯვება.
    - ამაზე არ ვფიქრობთ, მთავარია, ღირსეულად დავდგეთ სცენაზე. შეიძლება, ვარსკვლავები ვერ მოვწყვიტოთ და სასწაულები ვერ ჩავიდინოთ, მაგრამ იმის სურვილი ნამდვილად გვაქვს, რომ ცოტაოდენი სიყვარული სცენიდან წავიღოთ. დანარჩენი რაც იქნება, არ გვაქვს არაფერზე პრეტენზია.

    1 243 ნახვა
    იტვირთება...
    20-02-2014, 08:41