X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
"ლელა"
  • "ლელა"

    ირიჟრაჟა.. ბავშვები მამლის ყივილმა გააღვიძა. ისინი ბებიასთან არდადაგებზე ჩასულიყვნენ... მათი სიცილ-კისკისი, ჟრიამული, სახლ-კარს და სოფელს უფრო ალამაზებდა და სიცოცხლეს მატებდა. ყველაზე მეტად ბავშვების იქ ყოფნა უხაროდა ბებიას.
    ბებიამ მთელი თავისი ახალგაზრდობა შვილების აღზრდას შესწირა. ახლა კი თავს დასტრიალებს შვილიშვილებს . მარტოხელამ გაზარდა შვილები... ქმარი დიდმა სამამულო ომმა შეიწირა, მან ისიც არ იცის მისი ქმარი ცოცხალია, თუ კვდარი... მხოლოდ უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფურცელი მიიღო ფრონტიდან. მას მერე ამბობს იმედით ვცხოვრობო. მგონია ერთ დღესაც გამითენდება ისეთი დილა, კარების ზღურბლს გადმოაბიჯებს და დამიბრუნდება ქმარიო. აკი ოთახშიც კარების უკან მისი ქუდი კიდია და თითქოს ისიც ელოდება პატრონს. შავებს არ იცმევს, ქვრივი კი არ ვარო... ან კი, რატომ ჩავიცვა ყველას დავანახო, რომ ქვრივი ვარ და შემიცოდონო? ამბობს :
    - სახლში ეს ქუდი იმედს, ძალასა და სიმხნევეს მაძლევს... ვინმე უცხო თუ შემოვა ეგონება ოჯახს კაცი ჰყავსო. თავს ატყუებდა, თუ იტყუებდა არ ვიცი... უბრალოდ ასე კი იყო. ისეთი დევიზით ცხოვრობდა,რომ შრომაში კაციან ოჯახებსაც კი ეჯიბრებოდა. იტყოდა ხოლმე:
    - რამდენი კაციანი ოჯახია, მარა მე უფრო დაწინაურებული მაქვს საქმეო. აქ გულისხმობდა , როგორც ეზო - კარ მიდამოს , ასევე ზამთარის სარჩო- სანოვაგის ... მომარაგებას. სოფელში პირველი და ყველასათვის საჭირო საზრუნავიც ხომ ესაა.
    ბებია ასე მარტოდ- მარტო ეჭიდებოდა სოფლის სუსხიან ზამთარსაც და საერთოდ ცხოვრებასაც.
    ასე წვალებ- წვალებით გაზარდა შვილები....
    დღეს კი არდადეგებზე შვილიშვილები ჩამოსვლია და მის სიხარულს საზღვარი არ აქვს... პატარებს თავზე დაფოფინებს ეუბნება:
    - აბა შვილებო! რა უფრო გინდათ, რა გაგიკეთოთ ან გამოგიცხოთო. ბავშვებიც სიამოვნებით პასუხობენ. ბებო კი სიხარულით და სიყვარულით ეუბნება:
    - ბებო გენაცვალოთ... ცოტა ხანი მაცადეთ და ყველაფერს გაგიკეთებთო..
    სოფელი რა სოფელია, თუ ჩიტების ჭიკჭიკმა რიჟრაჟზე არ გაგაღვიძა, თუ ძაღლის ყეფამ ცოტა არ შეგაფხიზლა, მერე მამლის ყივილმაც არ გამოგაღვიძა... და ბოლოს მენახირის ომახიანმა შეძახილმა.
    ბებიას შვილიშვილებიდან ერთ-ერთი განსაკუთრებით აბეზარი იყო. სახელად ლელა.
    ლელა უფროსი შვილიშვილია და განსაკუთრებით ნაფოფინები ყველასაგან. ის ლამაზი, მხიარული, უცნაური, ცნობისმოყვარე, გულჩათხრობილი და ცოტაც ჯიუტია... ლელა ყველა ამ თვისებების გამო ყველასგან გამოირჩეოდა, მასზე ამბობდნენ:
    - ეს გოგო ან აგაშენებთ, ან დაგაქცევთო...
    ლელა ყოველთვის დუმდა და ეშმაკური ღიმილით ისმენდა ხოლმე, თუ რას ლაპარაკობდნენ მასზე. მიზეზს კი ვერ მიმხვდარიყო. გულში ამბობდა :
    - ნეტავ ასე რატომ ამბობენო....
    განებივრებული ლელა დილით ადგებოდა, თუ არა ბებიას უკვე გამზადებული ჰქონდა საუზმე . მაგიდიდან ყველაზე პირველი ლელა ადგებოდა ხოლმე, ერთი სული ქონდა როდის გავიდოდა სოფლის გოგო- ბიჭებში სათამაშოდ. თამაშით გულს, რომ იჯერებდა, მერე ბაღს არ სცილდებოდა ხიდან ხეზე დახტოდა... ხან ერთი ხილს შეექცეოდა, ხან მეორეს, მერე თუ სადმე ხეზე ჩიტის ბუდესაც დაინახავდა დამთავრებული იყო იქ საქმე...
    ამოიყვანდა ჩიტის ბარტყს ბუდიდან და სახლისაკენ მიარბენინებდა . მერე კი იმ დღიდანვე იწყებდა მასზე დედობრივ ზრუნვას... ბუზებს იჭერდა და იმით კვებავდა, თითქოს იქ დედასთან იმ ბარტყს რამე აკლდა. გავიდოდა რამდენიმე დღე და როგორც კი ჩიტი დაფრთიანდებოდა, ისე გაუფრინდებოდა უკან მოხედვასაც ვერ ასწრებდა ლელა. მერე კი იყო გულდაწყვეტილი და შეღონებული მთელი დღეები . . ცოტა ხნის მერე კი ისევ ახალ მსხვერპლს ეძებდა ხეებზე.
    პატარა ლელას ოცნებებიც უცნაური ქონდა... ხშირად უფიქრია რა უნდა გამოვიდეს დიდი, რომ გაიზრდება. ოცნებებში ხან ექიმია, ხან მსახიობი, ხან ჟურნალისტი, ხანაც უბრალო გამყიდველი..
    სოფლის ბავშვები ხშირად დაკავებულები იყვნენ.. ლელასთვის არავის ეცალა და ჩვენ ლელასაც ხშირად მარტო უწევდა თამაში. ის მიდიოდა ბუნებაში და ბუნების სიმშვენიერით ტკბებოდა, თან ფიქრებს ეძლეოდა. მის ფანტაზიას საზღვარი არ ქონდა. ხანდახან, რაღაც თეატრალურ მოქმედებებს ასრულებდა... თავისთვის. ცდილობდა ყველაფერი კარგად გამოსვლოდა. ფიქრობდა ვაი თუ ვინმე მიყურებსა და ჩემზე ჩუმად კინოს იღებსო... წარმოედგინა თითქოს კინო, თავისდაუნებურად ასე იქმნებოდა.
    გადიოდა დღეები, თვეები, წლები და აი უკვე პატარა ლელა სკოლაშიც მივიდა.
    სკოლის პერიოდმაც თვალსა და ხელშუა გაირა. დრომ, წლებმა ცელქი ლელა ვერ შეცვალა. მასზე ისევ იგივეს იმეორებდნენ, როგორც ბავშვობაში "ან აგაშენებთ ან დაგაქცევთო".
    წლები მიდიოდა ლელამ უკვე სამედიცინოზეც ჩააბარა.. პირველ ხანებში ქალაქში დეიდასთან მოუხდა ცხოვრება, მერე კი თბილისს კარგად, რომ შეეჩვია ბინა იქირავა და დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება. ინსტიტუტში თითით საჩვენებელი გოგონა იყო, როგორც სილამაზით ასევე სწავლითაც. მას ბევრი მეგობარი ჰყავდა... ამავე დროს ბევრიც შურის თვალით უყურებდა.
    ინსტიტუტში ის ყველას მოსწონდა, ბევრი თაყვანისმცემლებიც ჰყავდა. ლელა კი ყურადღებას არავის აქცევდა. განა იმიტომ თავს იფასებდა, არა უბრალოდ მისთვის ჯერ ამის დრო არ დამდგარიყო. ისე კი გულის სიღრმეში ძალიან უნდოდა ვინმეს ყვარებოდა ისე, როგორც ეს კინოებში ხდება ხოლმე.
    აი დადგა ეს დღეც, როცა უთხრეს ერთ ბიჭს ძალიან მოსწონხარო.. და აჩვენეს კიდეც შორიდან.
    - აი ეს ბიჭი არისო. ლელამ დაინახა, თუ არა თითქოს ადგილზე გაქვავდაო კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო. გონს, რომ მოეგო გულში გაიფიქრა ვაი ეს რა დამემართაო.. ხმამაღლა კი სიმპატიურიაო მხოლოდ ამის თქმა მოახერხა.
    ბიჭს გიორგი ერქვა მაღალი, შავგვრემანი ოდნავ შევერცხლილი თმები მას სიმპატიურსა და უფრო მიმზიდველს ხდიდა. აკი ლელასაც დანახვის თანავე მოეწონა. ხმამაღლაც კი თქვა ძალიან სიმპატიურიაო. გულში კი გაიფიქრა ნეტა მე რითი მოვეწონეო...
    იმ დღიდან ისინი ინსტიტუტის კარებთან ხშირად ხედავდნენ ერთმანეთს და თვალებით ასე უსიტყვოდ ესალმებოდნენ. ასე გრძელდებოდა დღეები... . ლელამ შეამჩნია ბიჭი სულ უკან დასდევდა, მაგრამ კვლავ უსიტყვოდ. ლაპარაკს და დაახლოებას ვერც ერთი ვერ ბედავდა. ის ბოლო კურსელი იყო.
    მალე დადგა ის დღეც, როცა ის ლელას გზაზე დაუხვდა და დალაპარაკება სთხოვა. ლელამაც უარი არ უთხრა, რატომ ეტყოდა უარს, როცა ლელას უკვე გულში ჰყავდა ჩავარდნილი.
    ალექსანდროვის ბაღში ერთი ხის ძირში მყუდრო ადგილი შეარჩიეს და ჩამოსხდნენ. ბიჭმა ლელას თავისი საფიქრალი გაანდო და მის მიმართ სერიოზულ, ლამაზ გრძნობაზე დაუწყო საუბრი. ბიჭმა არც ის დაუმალა, რომ მას მეუღლე ჰყავდა, რომელიც გარიგებით მოიყვანა და დღემდე ვერ შეიყვარა. აუხსნა ისიც, რომ მისმა მეუღლემ ეს იცის და გაგებით ეკიდება, რადგან მასაც შეყვარებული ჰყავდა, როცა მშობლების დაჟინებით გიორგიზე ძალით გაათხოვეს... მას თავისი შეყვარებული დღემდე უყვარს , ამ სიყვარულს გულში სათუთად ინახავს და ამითაც ბედნიერია. ის ამ სიყვარულს ერთად-ერთი შვილის ზრუნვაში აქსოვს.
    დღეს, თუ ოჯახი აქვთ მხოლოდ გარეგნულად და ფორმალურად. ისინი ოჯახში ,როგორც ნამდვილი მეგობრები ისე ცხოვრობენ . გაყრაც აქვთ გადაწყვეტილი , მაგრამ უბრალოდ არ ჩქარობენ შვილის გამო. ბიჭმა უთხრა :
    - იმ შემთხვევაში თუ მიიღებ ჩემს წმინდა გრძნობას მე იმ დღიდან გავეყრები და ჩვენ შევუღლდებითო..
    ლელას ამის გაგონებაზე თავბრუ დაეხვა, რადგან ეს ყველაფერი მისთვის მოულოდნელი იყო. მან თავისი თავი უცბად დრამატული კინოს გმირად წარმოიდგინა, სადაც მაყურებლის თვალით დაინახა ის რეალობა, რომ აუცილებელად უარი უნდა ეთქვა სიყვარულზე . მიუხედავად იმისა უკვე ლელას უყვარდა, ბევრიც არ უფიქრია უარი უთხრა და ისინი უსიტყვოდ დაშორდნენ ერთმანეთს.
    გადიოდა დღეები. ინსტიტუტში მიმავალ ლელას ყოველთვის აკლდა ის შეგრძნება, რომ თითქოს რაღაც დიდი დაკარგა. რა თქმა უნდა დაკარგა. ის მას შორიახლო ყოველთვის დაყვებოდა. ეხლა კი მის გარშემო სიცარიელემ დაისადგურა. მიდიოდა, თუ მოდიოდა ინსტიტუტიდან, სულ უკან იყურებოდა აი ეხლა დავინახავ, აი ეხლა გამოჩდებაო, მაგრამ ამაოდ. ის არსაიდან არ ჩანდა, თითქოს ცამ ჩაყლაპაო. არა და ის ინსტიტუტში სწავლობდა ბოლო ფაკულტეტზე..
    - სად უნდა წასულიყო, ნეტა რა დაემართა? ფიქრობდა თავისთვის გულში ლელა.
    სიყვარული ისე მოეძალა, მის გულს უკვე აღარაფერი ეკითხებოდა და ვეღარც თავს მართავდა. სწავლაში ცოტა ხელიც შეეშალა ლელას... ის წარჩინებული სტუდენტი აღარ იყო. ლექციებზე სულ მისი სახე ელანდებოდა და მისი ხმა ჩაესმოდა. ღამე მისთვის არ იყო და დღე. ყველაფერი მისთვის ერთმანეთში არეულიყო. ვერ აპატია თავის თავს, თუ რის გულისთვის თქვა უარი სიყვარულზე. მით უმეტეს გიორგიმ არ დაუმალა არაფერი და ყველაფერი გულწრფელად უთხრა. სიყვარული ხომ ისეთი გრძნობაა , რომელიც არავითარ კანონებს არ ემორჩილება. ის თავისით მოდის და არავის ეკითხება . ასე მოხდა ლელას შემთხვევაშიც.
    ლელას ცვლილებებს ყველა ხედავდა... მეგობრებს უკვირდათ და ვერ მიმხვდარიყვნენ ლელას ასეთი ცვლილება რას უნდა გამოეწვია. ლელაც დუმდა ამ საკითხზე არსად და არავისთან ლაპარაკობდა. ის რაც აწუხებდა მხოლოდ მარტო მისმა გულმა იცოდა, რომელიც დღითი დღე გულს უხრავდა. ის მხიარული ოცნებებით სავსე გოგო, სადღაც გამქრალიყო. ამხანაგები ურჩევდნენ ლელას აეღო აკადემიური და სადმე წასულიყო დასასვენებლად. ლელა ამაზეც უარს ამბობდა. არ უნდოდა თავის ჯგუფს ჩამორჩენოდა.
    გადიოდა წლები. გიორგისგან კი არსაიდან არაფერი არ ისმოდა. თითქოს სპეციალურად ლელასთვის ყოფილიყო ეს ინფორმაცია დამალული. ჩუმად სად არ ეძება, სად არ გაიკითხა, მარა გზაკვალს ვერსად მიაგნო.
    ერთ დღესაც ლელას ჯამრთელობამ უმტყუნა ... ცუდად გახდა და სავადმყოფოში აღმოჩდა. სავადმყოფოში ლელას დიაგნოზი ვერ დაუდგინეს... და როგორც სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტს გამოკვლევა და მკურნალობა საზღვარგარეთ შესთავაზეს. საბუთებიც სასწრაფოდ მოუმზადეს ბერლინის ჰელიოს კლინიკაში გასამგზავრებლად. ლელა ძალიან განიცდიდა თავის ასეთ მდგომარეობას. ფიქრობდა რა უმწეო და უძლური ვყოფილვარ ამ ცხოვრებაში , რა უსუსური და უბედურიო.
    მალე ლელას გამგზავრების დრო დადგა და ის გააცილეს... იმ იმედით, რომ ძველი ხალისიანი, გამოჯამრთელებული ლელა მალე დაუბრუნდებოდა თავის მეგობრებს და მშობლებს. აეროპორტში მეგობრები და ნათესავები იქამდე იყვნენ, სანამ ლელას თვითმფრინავი ღრუბლებში არ მიიმალა...
    ლელა გერმანიის ერთ -ერთ საუკეთესო ჰელიოს კლინიკაში მოათავსეს... მედ პერსონალი ძალიან თბილად შეხვდა...
    ლელას ინსტიტუტსა და ამ კლინიკას ურთიერთ-თანამშრომლობის ხელშეკრულება ქონდათ დადებული. ამიტომაც ლელა, როგორც თავისიანი ისე მიიღეს. მისვლის პირველი დღიდან პალატის ექთანმა უთხრა ლელას, რომ მისი მკურნალი ქართველი ექიმია და ბედი ქონია, რადგანაც მის ხელში მოხვდა.
    - ის უძლიერესი სპეციალისტია, მის წინაშე ყველა დაავადება უძლურია. ეუბნება მომღიმარე და იმედიანი ხმით ექთანი. ამის გამგონეს ლელას გული მიეცა და რაღაცის იმედი ჩაესახა. გულის ფანცქალით ელოდა, როდის გამოჩდებოდა ქართველი ექიმი...
    ორშაბათი დილა გათენდა. ლელა დილიდანვე უკვე მოუთმენლად ელოდა ქართველ ექიმს, აი ეხლა შემოაღებს კარებს , აი ეხლაო... ფიქრში წასულ ლელას ისე გაპარვოდა დრო ვერც კი გაეგო... როდის შემოვიდა ქართველი ექიმი პალატაში. ფიქრებიდან მაშინ გამოერკვა, როცა თეთრ ხალათიანმა მაღალმა სიმპატიურმა ახალგაზრდა ექიმმა ჰკითხა :
    - თქვენ ხართ საქართველოდან? ლელას ხმა ეცნო ... ცოტა დაიბნა კიდეც, რატომ თვითონაც ვერ მიმხვდარიყო. ექიმი უფრო ახლო მიუახლოვდა უთხრა:
    - მე თქვენი მკურნალი ექიმი ვარ.. ლელამ მასში გიორგის სახე და ხმა შეიცნო .... და გოგონამაც უცბად გონება დაკარგა.... ექიმი არ დაიბნა, რაც საჭირო იყო ყველაფერი გაუკეთა. გიორგიმ უკვე უკვე იცოდა, თუ ვინ იყო მისი ავადმყოფი. მიუხედავად იმისა ცუდ სიტუაციაში შეხვდა ლელას მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა... გულში გაიფიქრა ღმერთმა არ გამწირა სიყვარული კვლავ დამიბრუნაო. პალატას გიორგი ერთი წუთითაც არ მოშორებია ლელას სულ თავზე დასტრიალებდა. მედ პერსონალს უკვირდა გიორგის ასეთი დამოკიდებულება ავადმყოფისადმი, მაგრამ მიზეზს ვერ მიმხვდარიყვნენ ან რა უნდა ეფიქრათ? რა იცოდნენ, თუ ლელა გიორგისთვის ვინ იყო...
    მან იცოდა ლელა გარკვეულ დროში გონზე მოვიდოდა. და ამ დროს სულ მოუთქმელად ელოდა. გიორგი იჯდა და წუთებს ითვლიდა, თუ როდის დადგებოდა ის სანატრელი წუთი, როცა მისი სიცოცხლე თვალს გაახელდა . დადგა ეს წუთიც ლელამ ნელ-ნელა ერთი , ორჯერ თვალი გაახილა და ისევ მალევე მილულა. მესამედ , როცა გაახილა თვალი დიდხანს უყურებდა გიორგის თვალ გაშტერებული და თან თვალიდან ღაპა- ღუპით ცრემლები სდიოდა. ეს ლელას სიხარულის ცრემლები იყო.. მის თვალწინ , ხომ ის საყვარელი ადამიანი იდგა, ვისაც ასე დიდიხანია ეძებდა. გიორგიმ ლელას ხელი მოკიდა და უთხრა:
    - ახლა, როცა უკვე აქ ხარ ჩემთან მე აღარსად გაგიშვებო.
    გიორგიმ და ლელამ ერთმანეთი მოიკითხეს. მერე ლელამ ჰკითხა ასე უცბად , რატომ გაუჩინარდიო? ბიჭმა კი უთხრა:
    - მე, როცა შენგან უარი მივიღე მაშინ ვიფიქრე , რომ საქართველოში აღარ დამედგომებოდა. არ შემეძლო შენთვის შორიდანო ყურება.
    ლელამაც უამბო, როგორ ინანა, როგორ ეძებდა ამ ხნის განმავლობაში. დიდხანს ისაუბრეს, მერე კი გამოემშვიდობნენ იმ იმედით, რომ მეორე დღეს კვლავ ნახავდნენ ერთმანეთს. ლელა სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდა და ხვალინდელ დღეს მოუთმენლობით ელოდა.
    მეორე დღეს გიორგიმ პალატაში ლელას თაიგული მიართვა. ყვავილების შუაგულში ლამაზი პატარა გადახსნილი ყუთი იდო , საიდანაც პატარა ლამაზი ბეჭედი მზესავით ასხივებდა. მისი სხივი კი ირგვლივ ყველაფერს ანათებდა. გიორგი იდგა ხელგაწვდილი, უსიტყვოდ, მაგრამ ყველაფრის მთქმელი გრძნობით . ლელამ ხელი გაუწოდა ნიშნად თანხმობისა.... ბიჭმა ლელას ბეჭდი ხელზე წამოაცვა და ხელზე აკოცა. ლელა სიხარულისგან ქვითინებდა, არც ავადმყოფობა ახსოვდა და აღარც არაფერი... გიორგი კი სიყვარულით უკოცნიდა ლელას ლამაზ სახესა და ათრთოლებულ ხელებს.
    გულში კი ორივე ღმერთს მადლობას სწირავდნენ..
    2 662 ნახვა
    Loading...
    20-02-2014, 14:22