X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
მე აღარ მიყვარს...
  • მე აღარ მიყვარს...

    მე აღარ მიყვარს მთვარე.
    მე აღარ მიყვარს წვიმა.
    მე აღარ მიყვარხარ შენ.

    ჩავიხუტე მარტოობა და მათბობს.. გავანაცისფრე დღეები და ეს მომწონს.

    მე აღარ ვტირი , მე აღარ ვესაუბრები მთვარეს იმაზე რასაც ვქმნიდით ჩვენ , აღარ ვესაუბრები წარსულზე , აღარ ვიხსენებ . ჰო აღარ და თითქოს აღარ მიყვარხარ. საერთოდ მეგონა , რომ ამას არასდროს არ გეტყოდი , მაგრამ ვამბობ.. ვამბობ და მიხარია თითქოს..

    მე აღარ მესიზმრები , აღარ მელანდები , აღარ გეძებ ყველგან.

    სულ ცოტაც და წახვალ ჩემი ფიქრებიდან.. ეს ბოლო ჩანახატი იქნება შენზე გპირდები ძვირფასო.
    გპირდები აღარ გაგიხსენებ , აღარ შეგახსენებ თავს , აღარ მეყვარები და ვიქნები ასე უბრალოდ შავ-თეთრი.

    ვერ შეგპირდი , რომ მთელი ცხოვრება მეყვარებოდი , ვერ შეგპირდი , რომ სულ შენი ვიქნებოდი , უბრალოდ გითხარი „დაგელოდები“-მეთქი ჰოდა გელოდები უბრალოდ აღარ მეყვარები , მე გელოდები იმ იმედით , რომ გნახავ , ოდესღაც „შორიდან“ , გამოგაყოლებ თვალს და წავალ.

    მე აღარ ვტირი-მეთქი , მე ვიღიმი შენთვის.

    კარგად ძვირფასო , აწი აღარასდროს შეგაწუხებ ჩემი ფიქრები შენზე.
    1 320 ნახვა
    იტვირთება...
    21-02-2014, 08:17