X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ადრენალინი და ექსტრემი
  • ადრენალინი და ექსტრემი

    უამრავ ადამიანს იზიდავს ექსტრემი. ადრენალინი 21 საუკუნის "სენია".არსებობს ასეთი სახის ექსტრემები: ხარებთან შერკინება, ხიდიდან ხტომა, კლდეებზე ცოცვა, მყინვარების დაპყობა, დიდი სიმაღლიდან პარაშუტით ხტომა.. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო კოსმოსიდან ხტომაც. მოკლედ ექსტრემი უამრავი სახის და ხასიათისაა ყველა ადამიანს გამმოუცდია ადრენალინი და ყოფილა ექსტრემალურ შემთხვევაში.
    ადრენალინი წარმოადგენს ორგანიზმში წარმოებულ თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის ჰორმონს. მისი ზემოქმედებით ხდება კანისა და ვისცერული სისხლძარღვების შევიწროვება, იმატებს გულის შეკუმშვის ძალა, იზრდება გულის გამტარობისა და შეკუმშვის სიხშირე, ჟანგბადზე გულის კუნთის მოთხოვნის მომატება. დაბალი დოზებით მიღებისას საერთო პერიფერული რეზისტენტობის შემცირებას იწვევს. გულის ფუნქციის სტიმულაცია და პერიფერული რეზისტენტობის მომატება იწვევს სისტოლური წნევის მომატებას. ადრენალინი იწვევს ბრონქების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების გლუვი კუნთების რელაქსაციას და გავლენას ახდენს ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე. იგი ასევე ზრდის სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას.


    მოამზადა: თამუნა არჯევანიძემ
    სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.
    1 174 ნახვა
    იტვირთება...
    21-02-2014, 08:22