X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
1959 წელს კრისტიან დიორის პირველი გაელვება მოსკოვში
  • 1959 წელს კრისტიან დიორის პირველი გაელვება მოსკოვში

    1959 წელს საბჭოთა კავშირის დედაქალაქში – მოსკოვში, ცნობილი დასავლური მოდის სახლის პირველი დეფილესთვის საფრანგეთიდან კრისტიან დიორის კაბები ჩაიტანეს.

    მოსკოვის ქუჩებში ცნობილი ფრანგი მოდელიერის სამოსში გამოწყობილი მოდელები ჟურნალმა Life-მა დააფიქსირა.

    ეს ის დრო იყო, როცა საწყალი საბჭოთა ქალები იძულებულები იყვნენ, გაეღმერთებინათ საბჭოთა სამშობლო, შრომა, ბაბუა ლენინი და მშობლიური კომუნისტური პარტია. იმ დროს, უბრალოდ, არ არსებობდა ტექსტილის მრეწველობა და კოსმეტიკური საშუალებების წარმოებისთვისაც არავის ეცალა.

    ტანსაცმელი ცვდებოდა, შემდეგ ამოიკემსებოდა ან გადაკეთდებოდა და ისევ გამოიყენებოდა. ერთი სიტყვით, ეს ის დრო იყო, როცა არ არსებობდა ტანსაცმლის ტარების კულტურა და გემოვნება.

    უნიკალურ ფოტომასალაში, მოსკოვის მოსახლეობაში გარეული კრისტიან დიორის მოდელები ძველმანების გროვაში აღმოცენებული ბრილიანტებივით ბრწყინავენ.


    1959 წელს კრისტიან დიორის პირველი გაელვება მოსკოვში
    1959 წელს კრისტიან დიორის პირველი გაელვება მოსკოვში




    მოამზადა: თამუნა არჯევანიძემ
    სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის.
    1 679 ნახვა
    Loading...
    22-02-2014, 13:22