X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
მომავლის თვითრეგულირებადი სავარძელი
  • მომავლის თვითრეგულირებადი სავარძელი

    საავტომობილო მაკომპლექტებელი ნაწილების მწარმოებელი ფრანგლი კომპანია „ფორესია“, რომელსაც ამ სფეროში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეექვსე ადგილი უკავია, ჟენევის მოტორ შოუზე, თვითრეგულირებადი სავარძლის კონცეპციას წარადგენს, რომლის წარმოებასაც ახლო მომავალში გეგმავს. ასეთი სავარძლის შემუშავება კი იმ გარემოებამ გადააწყვეტინა, რომ ელექტრონულად რეგულირებადი ახლანდელი სავარძლების მომხმარებლები ხშირად ჩივიან, რომ ზედმეტად გართულებული ტექნიკის ექსპლუატაცია უჭირთ.
    კონცეპტუალური სავარძელი სენსორებით და კამერებით არის აღჭურვილი, რომელთა წყალობითაც, მისი ელექტრონული მართვის სისტემა, ამ სენსორებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად მომართავს სავარძელს. სხვათა შორის, „ფორესიას“ გარდა, მსგავს ტექნოლოგიაზე „ჯონსონ კონტროლსიც“ (მაკომპლექტებლების მწარმოებელი მსოფლიოში მეშვიდე უდიდესი კომპანია) მუშაობს.
    „ფორესიას“ არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი კომპანიისთვის შეიმუშავა „ჭკვიანი“ სავარძელი. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, პარტნიორი ჩრდილო ამერიკული კომპანიაა, რომელიც ასეთ სავარძელს 2015 წლის მოდელზე გამოიყენებს. ამასთან, პროექტი „ოაზისის“ სახელითაა ცნობილი. არაა გამორიცხული, რომ ეს მწარმოებელი „კადილაკი“ იყოს, რომელიც ამჟამად „მერსედს-ბენცის“ ფლაგმან S-კლასის კონკურენტზე მუშაობს.
    1 350 ნახვა
    Загрузка...
    23-02-2014, 07:33
    Загрузка...