X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
''X ფაქტორის'' ჟიურიში გიორგი გაბუნია იქნება – ''აბაზანაში ვმღერი''...
  • ''X ფაქტორის'' ჟიურიში გიორგი გაბუნია იქნება – ''აბაზანაში ვმღერი''...

    მართალია, ''X ფაქტორის'' ჟიურის შემადგენლობა ამ დრომდე უცნობია და შემოქმედებითი ჯგუფი მკაცრად ასაიდუმლოებს მათ ვინაობას, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იქნება.
    შოუ აპრილში იწყება და მაყურებლის დიდი ნაწილი მოუთმენლად ელოდება ამჯერად რას შემოგვთავაზებს ''რუსთავი 2''. გიორგი გაბუნია პრესას მაინცდამაინც არ სწყალობს, მაგრამ ამ სიახლის შესახებ რომ დავურეკეთ, კითხვებზე სიამოვნებით გვიპასუხა და თან დააყოლა, რომ პირველი მერცხალია რეიტინგი, რომელმაც ამ თემაზე დაურეკა.

    - გიორგი, როგორ დაგითანხმეს ჟიურიში დაჯდომაზე?
    - ძალიან ადვილად დამითანხმეს, რადგან ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ამ ჯგუფთან ერთად მემუშავა. მანამდეც იყო გარკვეული მცდელობები, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არ გამოვიდა. ახლა, როდესაც შემოთავაზება მივიღე, მაშინვე დავთანხმდი. ამჯერად არანაირი დაბკროლება აღარ არსებობდა.
    - შენთვის დამახასიათებელი ცინიზმი, ირონია - ამ თვისებებს თუ გამოიყენებ ჟიურიში ყოფნისას, მკაცრი შემფასებელი იქნები
    - რა თქმა უნდა, გამოვიყენებ, რადგან არ მგონია, ამ შემთხვევაში იმიჯზე ვიმუშაო, შევეცდები ბუნებრივი ვიყო და ცინიზმი და ირონია ბუნებრივად მომდის. ''კურიერსა'' და ''არჩევანში'' უფრო ხშირად მიწევს თავის შეკავება, მაგრამ ამ შემთხვევაში გააჩნია, კონკურსანტები რამდენად მომცემენ ამის საბაბს.
    - საკმაოდ სერიოზული სატელევიზიო იმიჯი გაქვს, თუ არსებობს ბეწვის ხიდი, რასაც ამ კონკურსში ჟიურის წევრი გადიხარ?
    - რა თქმა უნდა, მაგრამ ეს საფრთხე არ არის, რადგან ''X ფაქტორში'' არც წამყვანი ვარ და არც კონკურსანტი, ჟიურიში ვზივარ. ჩვენთან ჟიურის წევრების არჩევაც ამ პრინციპით ხდება, ისინი ან მუსიკოსები არიან ან შეხება ჰქონიათ მუსიკალურ სამყაროსთან. მეც, ძველი სამსახურიდან გამომდინარე, მუსიკასთან უშუალო შეხება მქონდა.
    - გარდა იმისა, რომ კარგი მელომანი ხარ, პირადად თუ მღერი?
    - არა, მხოლოდ აბაზანაში ვმღერი (იცინის), სხვაგან არა. გამახსებდა, ბავშვობაში დავდიოდი ფორტეპიანოზე.
    - ჟიურის დანარჩენ წევრებზე რას გვეტყვი?
    - ეს ამბავი ჩემთვისაც გასაიდუმლოებულია. ვენდობი პროდიუსერთა ჯგუფს, ისეთ ადამიანს არ შეარჩევენ, რომ ვთქვა, ამის გვერდზე არ დავჯდები-მეთქი.
    - გიორგი, შენს იმიჯში თუ იქნება ცვლილება თუ კოსტიუმით იჯდები ჟიურიში?
    - მაყურებლისთვის, რა თქმა უნდა, იმიჯი შეიცვლება. ჰალსტუხით არ ვიჯდები, იქაც საკმარისია, სადაც ჰალსტუხით ვარ (იცინის).
    - კრიტიკის არ გეშინია?
    - არა, რადგან როდესაც ტელევიზიით გამოდიხარ, არ აქვს მნიშვნელობა არ სფეროში, ყველგან შეიძლება გაგაკრიტიკონ. ამიტომ ამის არ უნდა გეშინოდეს.

    1 300 ნახვა
    Загрузка...
    19-03-2014, 09:20
    Загрузка...