X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
Bentley-მ სერიული ყველგანმავლის ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა
  • Bentley-მ სერიული ყველგანმავლის ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა

    Bentley-მ თავისი მომავალი სიახლის, უგზოობის სერიული მოდელის ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ავტომობილს მალე რეალურად ვიხილავთ. ოღონდ კომპანიის დილერები მას 2016 წელზე ადრე ვერ მიიღებენ. ტიზერზე ავტომობილის მხოლოდ წინ ნწილია გამოსახული. თანაც, ის ქვიშის მტვერშია გახვეული. გარკვევით მხოლოდ რადიატორის ცხაური და სანომრე დაფაზე წარწერა „ნიუ ბენტლი“ ჩანს.

    ტიზერზე გამოსახული ავტომობილი პროპორციებით კონცეპტუალურ EXP-9-ს გაგახსენებთ, თუმცა სახეზეა სტილში შეტანილი ცვლილებები. პირველ რიგში, აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სერიულ ავტომობილს ოთხი ფარი აქვს (როგორცContinental GT-ს), როცა კონცეპტუალური მხოლოდ ორით არის აღჭურვილი.

    „ეს იქნება ბაზარზე ყველაზე მძლავრი და მდიდრული უგზოობის ავტომობილი, რომელსაც კონკურენტი არ ეყოლება. და ის დააკმაყოფილებს ჩვენი ბრენდის, როგორც მდიდრული, მძლავრი, ხარისხიანი და უმაღლეს დონეზე შესრულებული ავტომობილების მწარმოებლის იმიჯს“, - ნათქვამია კომპანიის მიერ ტიზერთან ერთად გამოქვეყნებულ რელიზში. ბრიტანული კომპანიის მთავარი აღმასრულებელი, დოქტორი ვოლფგანგ შრაიბერი ამბობს, რომ ახალი მოდელი „უგზოობის ავტომობილების ბაზარზე სრულიად ახალ სეგმენტს შექმნის“.

    ბრიტანული კომპანია, რომელიც Volkswagen-ის ჯგუფის წევრია, ახალი მოდელის შემუშავებასა და საწარმოო სიმძლავრეების მოდიფიკაციას 800 მილიონ გირვანქა სტერლინგს მოახმარს. Bentley იმედოვნებს, რომ წლიურად 3000 ცალი უგზოობის ავტომობილის გაყიდვას შეძლებს. გარდა ამისა, თავადვე გამოუშვებს 6.0-ლიტრიან W12 ძრავს, რომელსაც ამჟამად Volkswagen-ი უშვებს და მხოლოდ ბრიტანული კომპანია იყენებს.
    წყარო
    1 338 ნახვა
    იტვირთება...
    20-03-2014, 07:38