X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
Pagani Zonda Revolucion 2.3 მილიონ გირვანქა სტერლინგად
  • Pagani Zonda Revolucion 2.3 მილიონ გირვანქა სტერლინგად

    Pagani Zonda-ს ბოლო სპეციალური ვერსია, სახელად Revolucion, რომელიც იტალიურმა კომპანიამ ახლახანს, ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა, 2.3 მილიონი გირვანქა სტერლინგი ეღირება. ავტომობილის სიძვირეს, მისი ექსკლუზიურობის გარდა, მის კონსტრუქციაში გამოყენებული ძვირადღირებული მასალებიც განაპირობებს. მაგალითად, ცენტრალური მონოკოკური სტრუქტურა, კარბონის კომპოზიტისა და ტიტანის გამოყენებით შეიქმნა. ამის წყალობით, ავტომობილი 1070 კილოგრამს იწონის, ზუსტად იმდენს, რამდენსაც ვერსია Zonda R.

    ავტომობილის გადაადგილებას უზრუნველყოფს AMG Mercedes-ის წარმოების ატმოსფერული V12, იმავე Zonda R-ის აგრეგატის გაუმჯობესებული ვერსიაა. ის 789 ცხენის ძალას და 730 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, რაც Zonda R-ის ძრავის შესაბამის მაჩვენებლებზე 50 ცხენის ძალით და 19 ნიუტონმეტრით მეტია.

    ძრავთან წყვილში მუშაობს 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი, რომლის კორპუსიც მაგნიუმის მსუბუქი შენადნობისგანაა დამზადებული. გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს ის უკანა ბორბლებს აწვდის. საფეხურების შესაცვლელად მას მხოლოდ 20 მილიწამი ჰყოფნის. კომპანია ახალი ავტომობილის დინამიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებს, თუმცა ცნობილია, რომ ისინი Zonda R-ის შესაბამის მაჩვენებლებზე ოდნავ უკეთესია. ეს მაჩვენებლები კი არის: ადგილიდან ასამდე აჩქარება 2.7 წამში და მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ.

    ავტომობილი აეროდინამიკური ელემენტებითაც „დაიხუნძლა“. მასზე გამოჩნდა წინა ელერონები და დეფლექტორები, ასევე ორი ზორბა ჰაერის ამღები, რომლებიც დიდი ზომის სპლიტერზეა მოთავსებული. უკანა ანტი ფრთა ორ ცენტრალურ საყრდენზე დგას და აღჭურვილია DRS-ით (წინააღმდეგობის შემცირების სისტემით). დრს-ის გააქტიურება შესაძლებელია სპეციალური ღილაკით, რომელიც საჭის რგოლზეა მოთავსებული. ასევე შესაძლებელია მისი ავტომატურ რეჟიმში მუშაობაც. ძრავის კაპოტის თავზე მოთავსებულა ვერტიკალური სტაბილიზატორი, რომელიც უკანა ანტი ფრთამდეა გაგრძელებული (როგორც ლე მანის ტიპის სარბოლ პროტოტიპებზე). დაბოლოს, საერთო სურათს აგვირგვინებს უზარმაზარი დიფუზორი.

    „პაგანიმ“ უახლეს „ძონდა რევოლუსიონზე“ შეკვეთების მიღება ჟენევის მოტორ შოუზევე დაიწყო.
    წყარო
    1 236 ნახვა
    Загрузка...
    20-03-2014, 07:38
    Загрузка...