X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
Volkswagen-ის ნცვლად W12 ძრავებს Bentley გამოუშვებს
  • Volkswagen-ის ნცვლად W12 ძრავებს Bentley გამოუშვებს

    W12 ძრავებს, რომლებსაც Volkswagen-ი აწარმოებს, გერმანულ ჯგუფში შემავალი კომპანიებიდან ძირითადად Bentley იყენებს. მაგრამ მალე ასე აღარ იქნება და ბრიტანული კომპანია მის წარმოებას თავადვე დაიწყებს. ამასთან, ძრავების წარმოების მოცულობაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

    ამჟამდ Volkswagen-ის გერმანულ საწარმოში წლიურად 5000 ცალ W12 წყვილ ტურბოიან ძრავს უშვებენ. ამათგან უმეტესობას Bentley იყენებს. თუმცა წარმოების ქრიუში გადატანის შემდეგ, წარმოების მოცულობა 9000-მდე გაიზრდება. ამასთან, ძრავების ნაწილს Audi და Volkswagen-ი გამოიყენებენ.

    ბრიტანული კომპანია აღნიშნულ ძრავს Continental GT-ზე, GTC-სა და Flying Spur-ზე გამოიყენებს. ამასთან, ამ მოდელებს მალე კომპანიის ისტორიაში პირველი უგზოობის ავტომობილი დაემატება, რომლის „მახარობელი“ ფოტო ტიზერიც ახლახანს გამოაქვეყნა და რომელსაც 2016 წელს გამოუშვებს.

    საინტერესოა, რომ Bentley თავის ისტორიაში პირველად დაიწყებს ძრავების ექსპორტს. „ეს ძალიან მნშვნლოვან ნბიჯია არამხოლოდ „ბენტლისთვის“, არამედ ბრიტანული საავტომობილო სექტორისთვისაც“, - ამბობს ალბიონური ლუქს კომპანიის შეფი ვოლფგანგ შრაიბერი.

    ცნობისათვის, აღნიშნული ძრავის მუშა მოცულობა 6.0 ლიტრია და მას ორი ტურბო დამჭირხნი ემსახურება. ძრავს ფორსირების სამი ხარისხით აწარმოებენ. მათი სიმძლავრე 575, 625 და 635 ცხენის ძალაა. ამათგან ყველაზე მძლავრ აგრეგატს Continental GT-ს ვერსია Speed-ზე იყენებენ, რომელსაც ადგილიდან ასის ასაკრეფად 4.2 წამი ჰყოფნის.
    წყარო
    1 241 ნახვა
    Загрузка...
    20-03-2014, 07:39
    Загрузка...
    Загрузка...