X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
როგორ არ უნდა მოვექცეთ ცაციას!
  • როგორ არ უნდა მოვექცეთ ცაციას!

    მემარცხენეობა იშვიათია, რაც დაკავშირებულია თავის ტვინის ფუნქციონირების თავისებურებასთან. თუ თქვენი შვილი ცაციაა, გახსოვდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ მისი "გადაკეთება". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მისი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს თანდაყოლილი ფუნქციის შეცვლასაც ცდილობთ, რომელშიც არის მოთავსებული თითებისა და არტიკულაციური აპარატის ზუსტი მოძრაობების პროექციული ბაზა. ამ დროს წარმოიქმენა წარმოიქმნება სხვადასხვა ლოგოპედიური პრობლემები, ვითარდება ბავშვის ნევროტიზაცია, რომლის სიმპტომებიცაა: ნევროზული ტიკები, ძილისა და მადის დარღვევები, თავისა და მუცლის ტკივილი, ენურეზი, ენაბლუობა, აღინიშნება გარდაქმნები ემოციური სფეროს მხრივ (გაღიზიანებადობა, შფოთვა).
    არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ბავშვის მემარცხენეობაზე. არცერთი მის გარშემო მყოფი არ უნდა ხედავდეს ამაში რაიმე უჩვეულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება ჩამოუყალიბდეს სიმორცხვის შეგრძნება და დაბალი თვითშეფასება.


    მოამზადა: თამუნა არჯევანიძემ
    სპეციალურად: GOGAGGG.COM-სთვის
    1 253 ნახვა
    Загрузка...
    20-03-2014, 11:17
    Загрузка...
    Загрузка...